საქართველოს ნაკრების წევრი რუსეთიდან ბელგიაში გადაბარგდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველი, 26 წლის ჯიმი ტაბიძე, ბელგიის ჩემპიონატის კლუბ "კოტრაიკში" ითამაშებს - ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი წერს.

ხელშეკრულება 2-წლიანია, ქართველი ფეხბურთელი 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, მისი თანაგუნდელი კი ცოტნე ბენდიანიშვილი იქნება.

ტაბიძე ბოლოს რუსულ "უფაში" გამოდიოდა, ბელგიაში კი 2015-17 წლებში "გენტის" წევრი იყო. ჯიმის ეროვნულ ნაკრებში 14 მატჩი აქვს გამართული და 1 გოლის ავტორია.

altტაბიძემ "უფა" დატოვა

მკითხველის კომენტარები / 13 /
პუტინი რუსეთის არანორმალურობის მიზეზი კი არა, შედეგია.
რუსეთი დანაშაულებებს სჩადიოდა პუტინის გამოჩენამდე, და მისი გაქრობის შემდეგაც სიბოროტეს ჩაიდენს ყოველთვის, სანამ წვრილ-წვრილ ნაწილებად არ დაიშლება.
ქ. გ.
11 ივნისი 2022 18:50
2
ჯიმი ძმაო წარმატებები!
ქომაგები ველოდებით შენ დაბრუნებას! ღმერთმა დაგლოცოს!
დიდგორელი
11 ივნისი 2022 17:54
0
საუკეთესო ქართველი მცველი! წარმატებები
Burton
11 ივნისი 2022 17:36
10
მაგარია! ჯიმის მძიმე ტრამვა ჰქონდა და მერე ფორმაში ჩადგომა ვერ მოასწრო , ისე დაიწყო ომი , ასე რომ კარგი ვარიანტია ამ ეტაპზე ჩემი აზრით.
dimo
11 ივნისი 2022 21:55
0
ისევ ბელგია,ლევან შენგელია რას აკეთებს ერთი გაგვახსენეთ?!
გიორგი
11 ივნისი 2022 19:07
2
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, წარმატებულ კარიერას გისურვებ ჯიმი !!!
გიორგი
11 ივნისი 2022 21:53
0
რავიცი ხვიჩას ცოტა რომ დააგვიანდა რუსეთიდან წამოსვლა ისეთები ჩაატარეს აქ, ლამის მოკვლით ემუქრებოდნენ ბიჭს და ეს აქამდე რუსეთში იყო, არც კი გამიგია ვინმეს ცუდი დაეწეროს.
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ხვიჩა კარგი ფეხბურთელია?
მხოლოდ კარგებს ვსჯით ანუ.
ისედაც რომ წამოვიდოდა რად უნდა ლაპარაკი უბრალოდ ლანძღვა-გინება რა საჭირო იყო?!
!!
12 ივნისი 2022 11:35
0
ბელგიას რა სჭირს ჩვენი დასაწუნი? ზარმაცი კაციზა არც ბელგია ვარგა და არც ბრაზილია და მშრომელი ფეხბურთელი ყველგან ივარგებს.
რრრ
11 ივნისი 2022 20:45
1
კარგი ამბავი კია მაგრამ ბელგია ცუდად მხვდება ყურში ! ვერცერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ვერ გაიხარა ბელგიაში @
zura222
11 ივნისი 2022 18:48
4
მერე, ბელგიის ბრალია ეგ? ბელგიის ჩემპიონატი, ერთერთი საუკეთესო ტრამპლინია ტოპ ლიგებში მოსახვედრად და უამრავმა ტალანტმა გამოიყენა ეს შანსი.
121212
12 ივნისი 2022 10:34
0
ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ახალგაზრდაა, სიმაღლე არ აკლია, ათლეტურია და მოქნილი, მოკლედ გაუვალი მცველია. დაცვას კიდევ უფრო შეკრავს. ერთი სული მაქვს ნაკრებში როდის გამოჩნდება.
თენგაბი
12 ივნისი 2022 10:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული