ოქრიაშვილმა "აპოელიდან" წამოსვლით სოლიდური კომპენსაცია მიიღო - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა მან ჯამში 1 წელში ნიქოზიურ კლუბში

AutoSharing Option
goal.philenews.com-ი იმ ურთიერთშეთანხმებაზე წერს, რომლის მიხედვითაც თორნიკე ოქრიაშვილმა და "აპოელმა" კონტრაქტის გაწყვეტაზე მოილაპარაკეს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ნიქოზიურმა გუნდმა ჩვენებურს შრომითი ხელშეკრულება შეუჩერა და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე 70 000 ევროც გადაუხადა.

ამას გარდა, გასულ სეზონში ქართველის ანაზღაურებამ 350 000 ევრო შეადგინა, რის შედეგადაც გამოდის, რომ "აპოელში" გატარებული 1 სეზონის შემდეგ თორნიკემ 420 000 ევრო მიიღო. მას კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებდა, თუმცა ის უკვე შეწყვეტილია.

შეგახსენებთ, რომ "აპოელის" ღირსებას ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია იცავენ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეკუთნოდა და მიიღო კიდეც თავის შრომით გამოიმუშავებს ნუ გიკვირთ წარმატებები ოქრი
ემიგრანტი
17:45 20-06-2022
1
რას იბოღმებით ხალხო, რაც მაგან ტრამვები გადაიტანა, კიდევ რომ თამაშობს არ გიკვირთ? აღარ შეუძლია და ჰე. ოქრი, წამოდი ბატუმის დინამოში და მსვიდად დაამთავრებ კიდეც კარიერას
ლევან მაღლაკელიძე
20:11 20-06-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული