Sport-express: ლუკა გაგნიძე მოსკოვის "დინამოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, 19 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე მოსკოვში დაბრუნდა, "დინამოს" სხვა ფეხბურთელებთან ერთად დღეს კლუბის ბაზაზე გამოცხადდება და მის შემდგომ პერსპექტივას მწვრთნელი სლავიშა იოკანოვიჩი შეაფასებს.

"თუ ისევე, როგორც ერთი წლის წინ სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს, რომ ფეხბურთელი რეალური კონკურენციისთვის მზად არ არის, მის საკითხს გადაწყვეტენ. თუ მზადაა, გუნდში დარჩება", - წერს გამოცემა.

გასულ სეზონში გაგნიძე იჯარის წესით "ურალში" ასპარეზობდა, შემდეგ კონტრაქტი შეაჩერა და პოლონურ "რაკუვში" გადავიდა.

გაგნიძეს "დინამოსთან" ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 56 /
საქართველოში გვყავს მთელი ტელევიზია, რომელიც აქებს პუტინს და ოცნებობს როდის მოიგებს პუტინი ომს. გვყავს ხალხი, ვინც ტელევიზიით გამოდის და იძახის ეს მიწები რაზეც ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთის არისო, გვყავს ხელისუფლება პრორუსული და ზოგი ვითომ დასავლეთს ამოფარებული, ასევე პრორუსი ოპოზიციის წარმომადენელი.
ამ ყველაფრის ფონზე ძალიან უხერხულია 18 წლის პატარა ბიჭი ლანძღო ფეხბურთის თამაშისთვის, როცა 100% ით ფიფას უაზრო კანონის დამსახურებაა მისი იქ ყოფნა.
ფსევდო და ყალბი გამოდის ეს ყველაფერი.
რეალურ საფრთხეს მივხედოთ შიგნით ჯობია
2
Სად რუსეთში ფეხბურთის სათამაშოდ წასვლა, სადაც დღესდღეობით არანაირი წინსვლის შანსი არაა და სად ცისარტყელას ფერები ხალხო?თუ მე ეხლა ლუკას საქციელს გავაკრიტიკებ ცისფერი ვარ?რკინის ლოგიკა ვერაფერს იტყვი.
Ნიკა
17:33 21-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული