ლუჩესკუმ წიტაიშვილი შვეიცარიაში წაიყვანა - ათამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი დღეს კიევის "დინამოსთან" ერთად შვეიცარიაში წინასასეზონო შეკრებაზე გაემგზავრა.

"დინამოს" მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ შეკრებაზე 25 ფეხბურთელი წაიყვანა, კიდევ რამდენიმე კი გუნდს შვეიცარიაში შეუერთდება, სადაც ადგილობრივ კლუბებთან საქველმოქმედო მატჩებს ჩაატარებენ.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "დინამო" "ფენერბახჩეს" 20 ივლისს პოლონეთის ქალაქ ლოძში უმასპინძლებს, საპასუხო შეხვედრა კი 26 ან 27 ივლისს სტამბოლში გაიმართება.

წიტაიშვილი "დინამოს" იჯარის წესით "ვორსკლაში", "ჩერნომორეცსა" და "ვისლაში" ჰყავდა გაშვებული და ახლა მშობლიურ გუნდში დამკვიდრების და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შანსი მიეცემა.

მოკლედ, მალე გაირკვევა, დაიტოვებს თუ არა ლუჩესკუ გიოს თუ ისევ იჯარით სადმე გაუშვებენ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ უნიჭიერეს ბიჭს უნდა ძლიერი და კარგი გუნდი, თუნდაც როგორიც კიევის დინამოა.გიოს ის ვერ აპატიეს რო ჩვენი ნაკრები თავისი ნაკრები აირჩია და დაჩაგრეს, ეს გიორგის გაღებული მსხვერპლის, წარმატებები გიო გაფასებთ და გვჭირდები
გიო
20:22 22-06-2022
4
ღმერთი შენსკენ გიო. მთელი საქართველო გგულშემატკივრობს. შენ შეგიძლია მაღალ დონეზე თამაში. შენ უკვე თამასა მაღლა აწიე ნაკრებში და შენ მეტი შეგიძლია. წარმატებები მთელი ცხოვრების მანძილზე.
roma bejanidze
19:52 22-06-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული