
საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია "გაგრადან" "ნეფთჩიში" გადავიდა, - იტყობინება აზერბაიჯანული კლუბი საიტით.
კვირკველიამ ბაქოში მედშემოწმება გაიარა, კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
საბა "ნეფთჩის" თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. "ნეფთჩი" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის "არისს" დაუპირისპირდება.