eldesmarque: მამარდაშვილის გამო სილესენი უკვე "ვალენსიას" პრობლემაა

AutoSharing Option
eldesmarque-მ "ვალენსიაში" მეკარის პოზიციას წერილი მიუძღვნა და აღნიშნა, რომ ახალი მწვრთნელის ჯენარო გატუზოს მოსვლის შემდეგაც არაფერი შეიცვალა, სასტარტოში ისევ გიორგი მამარდაშვილი იქნება,  მაღალანაზღაურებადი იასპერ სილესენის გაყიდვას ვერ ახერხებენ და ეს პრობლემაა.

ნიდერლანდელს გუნდის გამოცვლა სჭირდება, ვინაიდან მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სათამაშო პრაქტიკა უნდა ჰქონდეს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სამსახურით "ნაიმეგენი", პსვ და "აიაქსი" არიან დაინტერესებული, მაგრამ "ღამურებისთვის" ტრანსფერის თაობაზე ჯერ არავის მიუმართავს. იასპერს ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გაგრძელებას არ აპირებს. იყო საუბრები, რომ "ბარსელონა" ბრაზილიელ ნეტოში გაუცვლიდა,
თუმცა ბარტერი არ განხორციელდა.

"ვალენსიას" რა თქმა უნდა, სახელფასო განაკვეთის გამო სილესენის გაყიდვა აწყობს, თუმცა კონტრაქტით გათვალისწინებული გამოსასყიდი, 8.7 მილიონი ევროს გადახდა არავის არ სურს და შეიძლება ფასი დაუკლონ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არადა თუ ვერ გაყიდეს მამარდასთვისაც ცუდია, კი ბატონო კონკურენცია კაია, მარა როცა ამ დონის მეკარის სუნთქვა გესმის ზურგს უკან არაა სასიამოვნო თან გიოც ადამიანი და ერთი რომ წაუცდეს ფეხი ეგრევე დასვამენ.
რრრ
11:09 23-07-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული