მარადიშვილის შედევრი - 83-ე წუთზე შემოვიდა და ბრწყინვალე მაკრატელა დარტყმით ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 ივლისს, რუსეთის პრემიერლიგის მე-2 ტურის მატჩში, სადაც მოსკოვის "ლოკომოტივმა" "როსტოვს" უმასპინძლა (2:2), 22 წლის ნახევარმცველმა კონსტანტინე მარადიშვილმა ეფექტური მაკრატელა გაიტანა და საკუთარ გუნდს ქულა მოუტანა.

მარადიშვილი თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო, 93-ე წუთზე კი ბრწყინვალე გოლი გაიტანა და შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა. კონსტანტინე "ლოკომოტივს" 2021 წელს მოსკოვის ცსკა-დან 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. შეგახსენებთ, მარადიშვილი რუსეთის მოქალაქეა, ნათამაშები აქვს რუსეთის 20 და 21-წლამდელთა ასაკობრივ გუნდებში.

altმარადიშვილი საქართველოს ნაკრებზე, ქართველ გულშემატკივრებსა და ცსკა-სგან გამოწვეულ დეპრესიაზე საუბრობს


მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩვენ ვეცადოთ.არადა მართლა კარგი ფეხბურთელია და შეუძლია რამოდენიმე ადგილზე ითამაშოს.მამამის უბდა რომ საქართველოში ითამაშოს.თან ეხლა არის კარგი მომენტი,რუსებს ერთი სამი წელია მაინც არ გაატარებენ საერთაშორისო თამაშებს.მოკლედ სამუშაო რა.
კახა ქ.
27 ივლისი 2022 06:49
1
კაით რა ხალხო ამის მაკრატელა სახსენებლადაც არ ღირს ოქრის მაკრატელებთან კრასნოდარში რომ გაიტანა მარა რა ხეირი ქართულ ფეხბურთს ოქრისგან? ამისგან რაღას ელით?
რრრ
27 ივლისი 2022 00:06
5
არადა ოქრიაშვილი ათრევდა ჩვენს ნაკრებს ლამის 5-10 წელიწადი, თანაც სტაბილურად ! ნაკრებში ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო
nk
27 ივლისი 2022 02:13
0
ძალიან გთხოვთ ფეხბურთელებს ნუ მივაყენებთ შეურაწყობას ეს არ არის სწორი საქციელი მახსოვს წიტაიშვილიც ამბობდა რომ უკრაინამ მომცა ყვეალაფერი და უკრაინის ნაკრებში თამაში მინდაო მაგრამ დღეს საქართველოს ნაკრებშია ამ ბიჭის ჩამოყვანაზეც შეგვიძლია რომ ვიმუშაოთ და კიდევ რამდენიმე სხვა ქართველზეც ესენი არიან ფეხბურთელები და არაა ჯარისკაცები ან პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები ამათი საქმეა ფეხბურთი და ლანძღვა გინებით ჩვენ ვერაფერს კარგს ვერ მივაჰწევთ ჯერ გაგინიძეს რომ ლანძღავთ ზოგ ზოგიერთები რატო დაბრუნდა რუსეთშიო იყო პოლონეთში ნახევარი სეზონი და არ აღირსეს თამაში 10 -12 წუთი ქონდა სულ ნათამაშები არ გააკარეს მოედანს. აი ამიტომ დაბრუნდა ხვიჩასავით ლუკას უკვე არ ქონდა გაკეთებულ ისაქმე რომ გარანტირებულად იცოდა კვარამ რომ ზაფხულში წავიდოდა ტოპში.
გოჩა
26 ივლისი 2022 23:37
1
მარადაშვილი არ ვიცი მაგრამ საბა საზანოვის ჩამოყვანა საქართველოს ნაკრებში ნამდვილად არის შესაძლებელი საერთო ნაცნობები მყავს მაგ ბიჭთან და ძალიან დადებით ადამიანად ახასიათებენ თან კარგად მეტყველებს ქართულად მარადიშვილისგან განსხვავებით საბამ ქართული იცის, ვფიქრობ ეს ბიჭი ნამდვილად არ არის დასაკარგი კარგი მცველია მაღაალია ათლეტური თან ძალიან ახალგაზრდა.
ზურა
26 ივლისი 2022 23:32
1
საზონოვის თამაშებიდან ამონაკრეფი ვნახე ადრე და ჩემზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა,თუმცა მას შემდეგ დრო გავიდა და ახლა რა დონეზეა,ნამდვილად არ ვიცი.ისე ქართული წარმომავლობის ადამიანი,თუ მოქალაქეობას დაიბრუნებს,ყველას დაბრუნებას მივესალმები.მნიშვნელობა არა აქვს,სპორტსმენია თუ სხვა სპეციალობის.
რაც ჩვენი ბიჭები რუსული კლუბებიდან წამოვიდნენ,მაგათი ჩემპიონატისაკენ,თვალი აღარ გამქცევია.ცოტა ხნის წინ, აქ წავიკითხე,რომ რუბინი გავარდნილა.ეგეც კი აღარ მაინტერესებდა.
სოსო
27 ივლისი 2022 03:17
0
მარადიშვილი,რუსეთშია გაზრდილი და სამშობლოა მისთვის. ეს მისაღებია,რადგან სამშობლოს ვერ აირჩევ და მისი სიყვარულიც ბუნებრივია,ნორმალური ადამიანისთვის.თუ საქართველოში წამოვიდოდა,რა თქმა უნდა გამიხარდებოდა,მაგრამ მან არჩევანი ასეთი გააკეთა და არჩევანს პატივი უნდა ვცეთ.
ამ პოსტს რომ ვწერ,ჯერ მხოლოდ ორი პოსტია დადებული და ორივე რომ წავიკითხე,ჩემთვის ცხადია, ორივე ერთი კაცის დაწერილია.ესე იგი "დ.დ." და "ჯონდო",ერთი და იგივე პიროვნებაა.რა მიზნით იყენებს ერთდროულად ორ სახელს?ფაქტი წინ გვიდევს და დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ.
სოსო
26 ივლისი 2022 17:22
7
გავიგეთ ეგ ბატონო. მაგრამ გაუგებარი ისაა სტატიებს რატომ გვატენიან ამ რუს ფეხბურთელებზე ისე თითქოს ქართული გვარის გამო რაღაცით უნდა გამოვარჩიოთ. ჯიქიასი არ იყოს, კაცი საზიზღრობებს წერს საქართველოზე და ჩვენ მაინც...
ზურა
26 ივლისი 2022 23:20
0
"გაგვეშვით რა ამ ქართული გვარების მქონე ქართველი რეგვენებით"
დ.დ.
26 ივლისი 2022 14:59
21
გაგვეშვით რა ამ ქართული გვარების მქონე რუსეთის მოქალაქეევით
ჯონდო
26 ივლისი 2022 12:30
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული