დვალი უკვე კვიპროსშია და "აპოელთან" კონტრაქტს გააფორმებს

AutoSharing Option
goal.philenews-ის ცნობით, "ფერენცვაროშის" აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი ლაშა დვალი კვიპროსში ჩავიდა, "აპოელს" კონტრაქტის ყველა დეტალზე მოელაპარაკა და ტრანსფერის გასაფორმებლად ფორმალური პროცედურების ჩატარებაღაა საჭირო.

სავარაუდოდ "აპოელი" დვალთან კონტრაქტს ხვალ გააფორმებს. ამ გუნდში აგრეთვე "პანათინაიკოსიდან" 30 წლის არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი ლუკას მარტინ ვილიაფანტისი გადავა.

28 ივლისს "აპოელი" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო" მატჩში "ბოტევს" უმასპინძლებს (პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა) და დვალი და ვილიაფნტისი თამაშს დაესწრებიან.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ფერენცვაროსში კიდევ ერთი ქართველი არის რომელზეც საერთოდ არაფერი ისმის ხარაიშვილზე მაქვს საუბარი. იქნებ დაინტერესდეთ რა ხდება მასთან დაკავშირებთ. როგორც ვიცი შარშან მძიმე ტრამვა ქონდა.
beqa
22:36 27-07-2022
1
წარმატებები, კვიპროსის ჩემპიონატი უნგრეთისაზე ძლიერია
შაკო
21:02 27-07-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული