მთელი გუნდი გოლს აღნიშნავდა, ხვიჩა კი მეკარისკენ გავარდა - "კვარას" მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 27 ივლისს, "ნაპოლი" "ადანა დემირსპორს" დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და ლოზანოს მშვენიერი ასისტიც მისცა.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ "კვარას" მოედანზე შემოსვლისთანავე თამაში ბევრად სანახაობრივი გამოდგა. ჩვენებურის თამაშში ასეთმა ჩართვამ თურქი კომენტატორის შემდეგი სიტყვებიც დაიმსახურა:

"ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. ფაქტობრივად, ბურთს ჯარიმის გარეშე ვერ წაართმევ. "ნაპოლი" მაღალი დონის გუნდია, თუმცა ამ ბიჭს უფრო მეტი შეუძლია".

დასასრულ კი, დააკვირდით ვიდეოს, ნეაპოლური გუნდის მეორე გოლს იტალიელი ფეხბურთელები აღნიშნავენ, ხვიჩა კვარაცხელია კი ანგარიშის გათანაბრების შემდეგ პირდაპირ
კარისკენ გაიქცა და ბურთის წამოღება სცადა (მცველმა არ მისცა ბურთი), რათა თამაშის მოსაგებად შეეტიათ.

მსგავსი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. ტალანტთან და მონდომებასთან ერთად ხვიჩას ბრძოლისუნარიანობა გვაძლევს იმის იმედს, რა ფიქრებიც ამ ბიჭის სამომავლო კარიერის მიმართ გვაქვს.

ხვიჩამ 3 სპარინგში 3 ტაიმი ითამაშა - 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. შემდეგ საკონტროლო შეხვედრას ნეაპოლური გუნდი 31 ივლისს "მალიორკასთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ხვიჩამ მარიო რუის ფეხებს შუა გაუტარა ბურთი

https://www.youtube.com/watch?v=ny3iFX90pv0
ქ. გ.
29 ივლისი 2022 03:39
3
ყოჩაღ ხვიჩა! მაქსიმალური შედეგის სურვილს ვერ ისწავლი, ეს სისხლში უნდა გქონდეს და ხვიჩას ეს აქვს რაც ყველაზე ძალიან მომწონს. ეს ჩანდა ჩვენს ჩემპიონატში და მითუმეტეს ნაპოლში. და კიდევ ერთი, რაც აღფრთოვანებას იწვევს ჩემში, მოედანზე სპორტული “სითავხედე” და მოედნის მიღმა ზრდილობა და თავმდაბლობა! შენ გენაცვალე ხვიჩა!! (ერთი თხოვნა მაქვს, ამ ბიჭის ლანძღვას დაანებეთ თავი, არ შეიძლება ყველამ ერთად ვისიამოვნოთ ხვიჩას ყურებით?!)
იღბლიანი
28 ივლისი 2022 20:42
0
აი სწორად ეგ მახარებს.მე შევამჩნიე და საბერძნეთთან მატჩი გამახსენდა.რა კარგია, რომ მოგებულის სულისკვეთება აქვს,უნდა რომ ყველა მატჩი მოიგოს,არა აქვს მნიშვნელობა როგორი დატვირთვა აქვს მატჩს,რაც უდავოდ მისასალმებელია.წარმატებები საქართველოს იმედო!!!
კახა ქ.
28 ივლისი 2022 20:14
0
ამ სტატიის პირველი კომენტარის ავტორი უეჭველი ვახო სანაიაა, ყველა სტატიაზე ბოღმიან კომენტარებს წერს :) იმედია ხვიჩა არ მისცემს კომენტარის გაკეთების შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ, ჩასაფრებულები არიან და ერთი სული აქვთ, ფეხი დაუცდეს
ვახო სანაიძე
28 ივლისი 2022 19:03
1
ხვიჩას პასის მანერას უკვე დიდი ხანია ვაკვირდები ამ საგოლევ პასის შესრულება ზუსტად ისეთ სტილში იყო ზურიკოს რომ გაუკეთა საგოლე პასი ბულგარეთთან ! თითქოს ზემოდან ქვემოთ და რაღაცნაირად გვერდულად ურტყავს დაატრიალებს ბურთს წესით ასეთი დარტყმის მერე დაბლა უნდა წავიდეს და ბურთი მაინც ზემოთ მიფრინავს უცნაური ტრაექტორიით და ზუსტად იქ ეშვება სადაც უნდა დაეშვას ! ასეთ პასებს აკეთებდნენ თავის დროზე ყიფიანი მიქაელ ლაუდრუპი და რონალდინიო ! ასეთი პასების შესრულებითაც ეტყობა რომ მარტო სისწრაფეში და დრიბლინგში არაა ნიჭიერი და დარწმუნებული ვარ იმ სამივე ლეგენდის დონეზე ითამაშებს !
zura222
28 ივლისი 2022 16:40
0
Re: "მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა"
ყველას არ გამორჩა. ზოგიერთებმა დავინახეთ :)
ქ. გ.
28 ივლისი 2022 13:11
0
Getanxmebi mec egreve shevamchnie :)
L.J .
28 ივლისი 2022 13:47
2
საბერძნეთთან ავტოგოლის მერე ეგრევე მეორე წუთში ბერძნებს რომ გაუტანა და არ გაახარა აი ეგ არის ის ხასიათი რაც საჭიროა. რაც ბევრს აკლია ან დაქვეითებული აქვთ. ეგ არის საუკეთესო რამ რაც კი მინახავს ქართულ ფეხბურთში როგორც იქნა გამოჩნდა ქართველი ფეხბურთელი რომელსაც ეგეთი ხასიათი აქვს
1
28 ივლისი 2022 12:55
0
საბერძნეთთანაც , რომ გაათანაბრა ბურთი წამოიღო ცენტრისკენ!
დიმო
28 ივლისი 2022 15:19
0
მანდ გაუმართლა იმიტომ რომ 1 ავტოგოლი გავიდაა. გამყიდველი კალაძე იქ იმდენს შეაგდებდა რო ხვიჩას პოკერიც არ ეყოფოდა თამაშის შემოსატრიალებლად
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
28 ივლისი 2022 14:30
36

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული