სერია A-ში ორიჯისთან ერთად - publicnewstime-ის თქმით, ხვიჩას თამაშს ყველა უნდა დააკვირდეს

AutoSharing Option
უცხოური გამოცემა publicnewstime.com აქვეყნებს სიას, თუ რომელ ფეხბურთელებს უნდა დავაკვირდეთ ტოპ ჩემპიონატებიდან სეზონის დასაწყისში.

აღსანიშნავი და საამაყოა, რომ სიაში მოხვდა საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია. ჩვენებური კვლავ ევროპული მედიის ყურადღების ცენტრშია და საფეხბურთო ქომაგები მის დებიუტს მოუთმენლად ელიან.

"ახალგაზრდული ასაკიდანვე ცნობილია, როგორც უნიჭიერესი მოთამაშე, ქართველ ვინგერს უდიდესი პერსპექტივა აქვს, მან თავი გამოიჩინა, როგორც სამშობლოში, ასევე რუსეთში ყაზანის "რუბინის" შემადგენლობაში. ახლა კი უნდა გადადგას ნაბიჯი და ნეაპოლელთა ლეგენდა ლორენცო ინსინიე შეცვალოს. ხვიჩა სწრაფია, მაღალი, იდეალურად ასრულებს დრიბლინგებს და ცალი თვალით მზერა
მუდმივად მეტოქის კარისკენ აქვს მიმართული. ის მხოლოდ თებერვალში გახდა 21 წლის, გასათვალისწინებელია, რომ სერია A-ში დამკვიდრება არავისთვისაა ადვილი, თუმცა კვარაცხელიას გააჩნია პოტენციალი და აქვს საჭირო უნარები ამ ლიგაში წარმატების მისაღწევად. და თუ ის ამას დიეგო მარადონას "სამეფოში" შეძლებს, ხვიჩა გახდება ხალხის გმირი და იტალიური პუბლიკა აუცილებლად ისწავლის მისი გვარის სწორად წარმოთქმას".

გამოცემის სიაში ასევე მოხვდნენ:

პრემიერ ლიგა - გაბრიელ ჟესუსი ("არსენალი"), ერლინგ ჰოლანდი ("მანჩესტერ სიტი").

ლა ლიგა - რობერტ ლევანდოვსი ("ბარსელონა"), ანტონიო რუდიგერი (მადრიდის "რეალი").

ბუნდესლიგა - სადიო მანე (მიუნხენის "ბაიერნი"), მარიო გიოტცე (ფრანკფურტის "აინტრახტი").

ლიგა 1 - ალექსანდრ ლაკაზეტი ("ლიონი"), ვიტინია (პსჟ).

სერია A - ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი"), დივოკ ორიჯი ("მილანი").

შეგახსენებთ, სერია A სტარტს 13 აგვისტოს აიღებს, "ნაპოლი" პირველ ტურში სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდება.

altპატარა ხვიჩას გოლები და ლამაზი მომენტები [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩათვალეთ რომ ხვიჩამ ფეხბურთი ცოლად მოიყვანა. ის მისია და მისთვის დაიბადა. სასიამოვნო გაოცებები გველის მისგან მთელს ქვეყანას. ხომ არის, კაცი, რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა, ხოდა ამ კაცს ძლიერ უყვარს ფეხბურთი
gori
23:23 30-07-2022
0
100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩა გუნდში პირველობას არავის დაუთმობს. ბოლო დროს არაჩვეულებრივ ფორმაშია, თავის თავზე მეტად მუშაობს, არაფერი ქაჯივით თავში არ უვარდება და ნიჭზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. მან ისეთი რთული პერიოდები გაიარა ადრეულ ასაკში, რომ უკვე აღარაფრის მეშინია და სულ წინ წავა. მსოფლიოს დიდი ხმით აალაპარაკებს და ქვეყანას ასახელებს......................
საბურთალო
23:18 30-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული