მიქაუტაძის ჩინებული დასაწყისი - გოლი და საგოლე გადაცემა პირველ ტურში

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველ ტურში თავი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა.

მიქაუტაძის „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ამიენი“ 3:0 დაამარცხა. მე-20 წუთზე მასპინძლები გუეიემ დააწინაურა, შესვენებაზე გასვლის წინ სტუმართა კარი მიქაუტაძემ დალაშქრა, შესვენების შემდეგ ქართველის პასით ნიანემ გაიტანა, ხოლო 77-ეზე გიორგი შეცვალეს.

8 აგვისტოს, მეორე ტურში „მეცი“ გასვლაზე „კაენს“ შეხვდება.

მეცი. „სენ-სიმფორიენი“
მეცი - ამიენი 3:0
გოლები: 1:0 გუეიე (20), 2:0 მიქაუტაძე (44), 3:0 ნიანე (48)
გაძევება: ჩიმბებმე (86, მეცი)

მკითხველის კომენტარები / 7 /
https://www.youtube.com/watch?v=PqGyozKVHFw
უყურეთ
01 აგვისტო 2022 10:45
0
Sabednierod nakrebis bichebi karg pormashi arian shavi dge elodebat makedonias da gibraltars ui ui ui
Georgia
31 ივლისი 2022 17:40
0
უდავოდ ნიჭიერი ბიჭი! მხოლოდ წარმატება! გეთანხმებით ლიგა-2 არაა სუსტი ჩემპიონატი. მაინც მგონია რომ ამ ბიჭს აგენტი არ უვარგა.
მოქალაქე
31 ივლისი 2022 09:46
0
ვფიქრობ 15 გოლს მაინც გაიტანს და მაგარი შედეგი იქნება, საფრანგეთის ლიგა 2 არაა დაბალი დონე, თუ ვინმე მასე ფიქრობს ნამდვილად არ იცის ფეხბურთი.
juve
31 ივლისი 2022 01:06
1
ახლა ვიღაცა გამოვარდება და იტყვის საფრანგეთის ლიგა 2 დაბალი დონეაოო:)) აი ასეთ ხალხს რა უნდა ელაპარაკოო როგორც ქეცბაია იტყოდა გაგებაში არ არიან ფეხბურთის. წარმატებები გიორგის იმედი მაქვს კიდევ ბევრს გაიტანს ჩინებული დასაწყისია გოლი პლიუს ასისტი.
ზურა
31 ივლისი 2022 00:00
0
მიდი ჟორჟ. საქართველო შენს გვერდშია როგორც ფესვებიის ბოლო მომენტშია ისე ❤️
ტოტტი
30 ივლისი 2022 23:14
1
შენი სახელით ისაუბრე ტოტი ხარ თუ მალდინიხარ..მადლობა ღმერთს საუკეთესოები გვყავს კვარაცხელია დავითაშვილი კიტეიშვილი ჩაკვატაძე…
ტოტ-ს
30 ივლისი 2022 23:54
47

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული