კიტეიშვილს კვლავ ტრავმა აწუხებს და ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
3 აგვისტოს ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალში ლოძში კიევის "დინამოს" დაუპირისპირდება, თუმცა ეს ქართველის გარეშე მოუწევს.

ავსტრიული პრესის ცნობით, 26 წლის ნახევარმცველი კვლავაც ტრავმირებულია და თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

ჩვენებურის შესახებ 20 ივლისს გრაცელთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა ისაუბრა, რომელმაც შემდეგი თქვა:

"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ტრავმის გამო თითქმის წელიწადი გამოტოვა, კვლავ ტრავმირებულია. რთული სათქმელია, როდის იქნება მზად, აქილევსის მყესის პრობლემა აქვს. ასეთ დროს მოთამაშის 100 პროცენტით დატვირთვა არ
შეიძლება. ალბათ, რეაბილიტაციას გარკვეული დრო დასჭირდება".

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ჩემპიონატის საწყისი 2 ტური ჩატარდა და "შტურმმა" 4 ქულა მოაგროვა, კიტეიშვილი კი ტრავმის გამო ვერ თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
აუუუუუუუუუ კარგიიიიიი რაააააააააააააა @@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@
zura222
16:20 31-07-2022
2
ოთარი ნაკრებისათვის დიდი იმედია და როცა ჯანმრთელადაა,ამას ყოველთვის ამტკიცებს.ღმერთმა ქნას,ნაკრების მატჩებამდე პრობლემა მოგვარდეს,თუმცა აქილევსის მყესის პრობლემა თუ შეიქმნა,ძალიან ძნელი აღმოსაფხვრელია,ჩვეულებრივ.
სოსო
19:56 31-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული