ხვიჩა და "მამარდა"
ოფიციალურ მატჩებამდე კვარაცხელიას გუნდი 2 ამხანაგურ შეხვედრას ესპანურ კლუბებთან ჩაატარებს - "ჟირონასა" (3 აგვისტო) და "ესპანიოლთან" (6 აგვისტო). ამის შემდეგ სერია "ა" დაიწყება. აგვისტოში "ნაპოლის" 4 დაპირისპირება ექნება - სტუმრად "ვერონასა" (15) და "ფიორენტინასთან" (28) და ორიც საკუთარ "დიეგო მარადონაზე" - "მონცასა"(21) და "ლეჩესთან"(31). ლუჩანო სპალეტის გუნდის თამაშზე ქართველი გულშემატკივრების დიდი მოლოდინი ბუნებრივია. შეხვედრებს "სეტანტას" ეთერში ვიხილავთ.
ესპანურ "ვალენსიას" "ლა ლიგის" გენერალური რეპეტიცია 6 აგვისტოს, იტალიურ "ატალანტასთან" ექნება, აგვისტოში კი ესპანეთის ჩემპიონატში 3 ტური გაიმართება. გიორგი მამარდაშვილის გუნდი ჯერ "ჟირონას" (14-ში) უმასპინძლებს, შემდეგ "ბილბაოს" (21) ესტუმრება, 29-ში კი მადრიდის "ატლეტიკოს" დაუხვდება. მატჩები "სილქზე" იქნება.
ტოპ-ლიგები
გერმანიის ბუნდესლიგას 5 აგვისტოს "აინტრახტი" - "ბაიერნი" გახსნის. ამ თვეში სულ 4 ტური და თასის ერთი ეტაპიც ჩატარდება. საინტერესოა, მიუნხენულ გრანდს რომელი გუნდი გაუწევს წელს კონკურენციას...
საფრანგეთის ლიგა-1 6 აგვისტოს დაიწყება და 31 დღეში 5 ტური ჩაივლის. მესი-ნეიმარის დუეტმა ქვეყნის სუპერთასზე მშვენივრად დაიწყო. შიდა ასპარეზზე პარიზელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა რთული იქნება.
ევროტურნირები
ჩემპიონთა ლიგის უკვე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე რამდენიმე საინტერესო შეხვედრა შედგება. ოთარ კიტეიშვილის "შტურმს" კიევის "დინამოსთან" 2-მატჩიანი დაპირისპირება ელის. სამწუხაროდ, ჩვენებური გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.
საინტერესო იქნება ბელგიური "უნიონისა" და შოტლანდიური "რეინჯერსის" 2-მატჩიანი დუელი, ისევე, როგორც "ყარაბაღი" (ლუკა გუგეშაშვილის) - "ფერენცვაროში" (გიორგი ხარაიშვილის). შეხვედრები 2-10 აგვისტოს გაიმართება, ამას კი პლეი-ოფი მოჰყვება, სადაც კიდევ უფრო საინტერესო წყვილები უნდა ვიხილოთ.
აგვისტო შვებულებისა და დასვენების დროდ აღიქმება და შეგიძლიათ არა მხოლოდ უბრალოდ დიდი ფეხბურთით ისიამოვნოთ, არამედ ქართველებსაც უქომაგოთ. Sportall.ge მატჩების პრევიუებს, ოპერატიულ მიმოხილვებსა და ანალიზს შემოგთავაზებთ.
"კრისტალური ნიჭი და მოკაშკაშე ხვიჩა" - იტალიური მედია და სპალეტი კვარაცხელიაზე
სილესენს კარისკენ მიუთითეს - მამარდაშვილი მთავარი კონკურენტის გარეშე რჩება