"კვარას, შესაძლოა, არ ესმის, რომ "ნაპოლიში" მისი დონის ან უკეთესი ფეხბურთელები არიან" - იტალიელმა ექსპერტმა ხვიჩა გააკრიტიკა

AutoSharing Option
მაშინ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" თამაშით ყველა აღფრთოვანებულია, გამოჩნდა ისეთი, რომელმაც ბურთის ზედმეტად დაჭერის გამო გააკრიტიკა და ეს იმ დროს, როდესაც მას პასს ხშირად არ აძლევენ.

იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, პროფესორმა ეუჯენიო ალბარელამ, Canale 21-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წინასასეზონო შეკრებისას სუსტი მეტოქეების ადვილად დამარცხების შემდეგ "ნაპოლიმ" "ადანა დემირსპორთან" და "მალიორკასთან" მხოლოდ სამი გოლი გაიტანა და ხვიჩა კვარაცხელიას ურჩია, უფრო ხშირად გაუკეთოს გადაცემები ვიქტორ ოსიმენს. ალბარელას ნაუბარი The nationon-მა გამოაქვეყნა და სტატია უმალ გადაბეჭდა ნიგერიულმა soccernet-მა.

"ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელი იმედგაცრუებულია, რადგან გოლების
გატანა უჭირს. მას საჭირო პასებს ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია არ აძლევს. ნიჭიერი ქართველი ბათუმის "დინამოსგან" ლორენცო ინსინიეს პირდაპირ შემცვლელად შეიძინეს. მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის კვარაცხელიას ტალანტი ეჭვს არ იწვევს, მას იმაში "ადანაშაულებენ", რომ ბურთს ზედმეტად იჭერს. ოსიმენმა ბოლო სამი გოლიდან მხოლოდ ერთი გაიტანა და ისიც პენალტით. ალბარელას აზრით, ხვიჩა ჯერ კიდევ ეჩვევა გუნდს და ექსპერტს სურს, უფრო გამოცდილი პარტნიორის ირგვლივ ააგოს თამაში.

"კვარას, შესაძლოა, არ ესმის, რომ გუნდში თამაშობს, რომლის შემადგენლობაში, როგორც მინიმუმ, მისი დონის ან უკეთესი ფეხბურთელები არიან. ოსიმენის და ლოზანოს პასებით მომარაგებაა აუცილებელი, ეს გამოსასწორებელია და დარწმუნებული ვარ, მწვრთნელი ამაზე უკვე მუშაობს.

თითქოს კვარაცხელიას უნდა, ნებისმიერ ფასად დაამტკიცოს, რომ კარგი ფეხბურთელია, თუმცა ეს მონდომება უსარგებლოა. აქ მთავარია, იყო პრინციპული და გადაწყვეტილების მიღებისას გაბედული", - განაცხადა ალბარელამ.

ოსიმენი ნეაპოლურმა კლუბმა 2020 წელს აფრიკელი ფეხბურთელებისთვის სარეკორდო თანხად, 81 მილიონ ევროდ შეიძინა, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე გატანილი 18 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მისი სამსახურით "არსენალი" და "მანჩესტერი" იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ არც ერთმა წინადადებით არ მიმართა".

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "გაძეტა დელო სპორტთან" აღნიშნა, რომ აფრიკელ ფეხბურთელებს აღარ შეიძენს, ვინაიდან მათ ფულს უხდის, ისინი კი შუა სეზონისას აფრიკის თასზე საასპარეზოდ მიდიან.

მკითხველის კომენტარები / 46 /
ლოზანოს არ გაუკეთა საგოლე გადაცემა თუ ჩვენ მოგვევეჩვენა რამე? ერთხელ კიდე ისეთი პასი მისცა ცენტრიდან ოსიმენს რო თვითონ უნდა დაეხატა მარა ვერ ქნა ეხლა სამი თამაშიდან რა უნდათ ხვიჩასგან თან ამხანაგურებია ჯერ
geo
03 აგვისტო 2022 23:33
1
ეგ იცის ბევრმა უაზრო ქებამ. გააგიჟეს უკვე ეს ბიჭი და თავი მართლა მესი ჰგონია. აჰა, პირველი სიმართლეც უთხრეს და იმედია მალე გაიგებს. თუ არა და ამოყოფს სკამზე თავს. ეს ინფანტილი ვაი-ფანები რომ ვერ გაიგებენ ჩვენთან, ეგ თავიდანვე ნათელია. იმასაც რომ ვერ ხვდებიან, რომ ლოზანოც და ოსიმენიც უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, ეგეც ლოგიკურია.
odala
04 აგვისტო 2022 10:54
40
მესი არ გონია თავი ჯიგარ კვარაცხელიაა და როგორც კვარა ისე გაიცნობს მალე მთელი მსოფლიო,,რაც შეეხება პასებს,,,პასი რო მიცეს უნდა გაეხსნან ისე რო პასის მიცემა უკეთესი იყოს ვიდრე თავის თავზე აგება და წინ წასვლა,,როცა ხედავს რო თავად ერთი კაცის მოტყუებით უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდება და დასარტყმელიც ექნება რატო უნდა მიცეს პასი??აქეთ მიცენ პასები სხვებმა ვინაიდან ეგ ნიგერიელიც და მექსიკელიც 10-დან ერთს იტანენ და კვარას გაცილებით მაგალი პროცენტულობა აქვს დაგვირგვინებისას,,რავიცი სხვისი თქმა რად გინდათ შეხედეთ და თავად ნახავთ თუ სურვილი გაქვთ რო ყველაზე მეტი შედეგიანი დარტყმა აქვს და თუ მაინცდამაინც ის გინდათ რო აკრიტიკოთ მიდით ბიჯო მიდით
გელა
04 აგვისტო 2022 12:00
0
შენ ეხლა ერთი ადგილი დააყენე მანდ! გამომივიდა ფეხბურთის პროფესორი! სპალეტი მიხედავს საქმეს! ვინ რა უნდა ქნას იცის ზეპირად!
მწვრთვნელი
04 აგვისტო 2022 17:50
0
კრიტიკა კარგია და აუცილებელი, იმედია იტალიელი კრიტიკოსის კრიტიკა ადრესატამდე მიაღწევს - ეს მხოლოდ წაადგება კვარაცხელიას. მახსენდება ბიბლიური ციტატა; "უკეთური მოდგა მასწაულს ელის"... ზუსტად ასეა ხვიჩას შემთხვევაში, ქართველები მისგან სასწაულს ველით. მარტო ნიჭიერება არ კმარა, ხვიჩას გარკვეული პერიოდი დაჭირდება გარკვეული უნარ ჩვევების გაზრდაში და იგი კარგი სპეციალისტის ხელშია ძალიან მაგარ გუნდში, ნუ დაგვავიწყდება კვარას მხოლოდ რუსეთში აქვს გამოცდილება მიღებული
ირაკლი
05 აგვისტო 2022 09:06
0
პუტინმა დაუკვეთა არა? აბა რას იტყვით ურა პატრიოტებო? დდდდ
!!
04 აგვისტო 2022 15:44
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული