ლუკა წულუკიძეს რომში ოპერაცია გაუკეთეს

AutoSharing Option
"ურალის" 18 წლის ნახევარმცველმა ლუკა წულუკიძემ "კრასნოდართან" მატჩის წინ ვარჯიშზე მუხლქვეშა მყესის მძიმე ტრავმა მიიღო.

კლუბმა წულუკიძე რომში გადააფრინა, სადაც კლინიკა Villa Stuart-ში ოპერაცია გაუკეთეს და რეაბილიტაციის პროცესს გადის, რომელიც ორი კვირა გაგრძელდება. ის ეკატერინბურგში 16 აგვისტოს დაბრუნდება და აღდგენას ადგილზე გააგრძელებს.

წულუკიძეს ჯერ "ურალში" არ უთამაშია. ის რუსულ გუნდში ზამთარში "საბურთალოდან" გადავიდა, მარტში ფიფას წესით ისარგებლა და კონტრაქტი შეაჩერა, ზაფხულში კი უკან დაბრუნდა.

ლუკა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მალე გამოჯამრთელება და წარმატებები ლუკას!
ირაკლი
22:55 04-08-2022
0
ურალში ნათამაშები ფეხბურთელი დიდი ფეხბურთელი გამოსულიყო აქამდე ჯერ არ მსმენია
სიმართლე
23:45 04-08-2022
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული