ტრანსფერი დადასტურდა! - ლოჩოშვილი "ვერონას" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
ავტრიული "ვოლფსბერგერის" პრეზიდენტმა დიეტმარ რიგლერმა krone.at-თან საუბარში დაადასტურა, რომ კლუბის 24 წლის ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი "ვერონაში" გადადის.

როგორც მან აღნიშნა, იტალიურმა კლუბმა მშვენიერი ფინანსური წინადადება შესთავაზა და უარის თქმა არ შეეძლოთ.

ამასთან ერთად, მათი მიზანი იყო, რომ ლუკა, როგორც ფეხბურთელი, აღეზარდათ და განევითარებინათ, შემდეგ კი ის სარფიანად გაესხვისებინათ.

ახლა რიგლერი იმედოვნებს, რომ ლოჩოშვილი კლუბში მცირე დროით კიდევ გაჩერდება, გუნდს კონფერენს ლიგაზე "გზირასთან" მატჩში დაეხმარება და მხოლოდ ამის შემდეგ წავა "ვერონაში".

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელები ქართველი მცველის სანაცვლოდ 1,6 მილიონ ევროს
იხდიან.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ევროპაში როდესაც წახვალ ხარ ფეხბურთელი, რუსეთში რომ წახვალ ხდები არწიომ ძიუბა!
ვენეციის კომისია
05 აგვისტო 2022 11:34
7
ეს კომენტარის არმოწონებები ძიუბას და-ძმებმა დამიწერეს?)))))))))))))
ვენეციის კომისია
05 აგვისტო 2022 13:20
3
მე არ დამიწერია დისლაიქი,მაგრამ ალბათ იმათ დაწერეს,ვისაც ახსოვს,რომ კვარაც და ზურიკოც,რუსეთში მივიდნენ ამ დონემდე.
სოსო
05 აგვისტო 2022 16:50
3
ყველა გამოხმაურება
კაი ბლომად მცველები ყავს ვერონას, იმდია მოიგებს სარტატორსთვის ბრძოლას, წარმატებები ლუკას!
gionat
05 აგვისტო 2022 14:19
0
ვაუ,რა მაგარიააა.... წინ ბიჭებო, წინ საქართველოვ, ჩვენ უნდა ვითამაშოთ დიდი ტურნირები. წარმატებები ლუკინო!
SLR
05 აგვისტო 2022 12:49
0
ადრეც დავწერე და კიდევ ვიტყვი--აი რას ნიშნავს ნაკრების კარგი თამაში ! ეგრევე დაიქოქნენ ტოპ ლიგების გუნდები ! და ეს ჯერ არაა ბოლო = წინაა დავითაშვილის აზაროვის ალთუნაშვილის მაგარი ტრანსფერები
zura222
05 აგვისტო 2022 12:13
1
როცა ავსტრიული ბუნდეს ლიგა უფრო ფასობს ვიდრე მთელი რუსეთის ჩემპიონატი
რუსეთს რა
05 აგვისტო 2022 11:55
5
Mgoni chvenebs gemovneba ecvlebat morcha ufa,alania,rubini,metalisti,vorskla.....warmatebebi Lukas da kvela qartvels!!!
Givi
05 აგვისტო 2022 12:52
1
ძალიან მაგარია, წარმატებები ლუკას.იქ კიდევ უფრო მოუმატებს და გაიზრდება და ნაკრებიც მაგარ მცველს მიიღებს
კახა
05 აგვისტო 2022 12:49
0
მაგარი ინფორმაციაა! გილოცავთ! წარმატებები!
ბათუმი
05 აგვისტო 2022 12:13
0
უდიდესი წარმატებები ლუკას!
ვახო...
05 აგვისტო 2022 18:06
1
თან ლუკა შეიძლება მოატყუოს ვინმემ მაგრამ თავს არ დააჩაგრინებს არავის!!! კალაძეზე დიდია და გაბარიტებში და კალა გვახსოვს როგორიც იყო,რაღაც ძალიან ვამსგავსებ თუ მეთანხმებით ორივე მარცხენა და მანერა რაღაც თითქოს ლუკა კახის ყურებაში იზრდებოდა ალბათ.და მანერა მიუგავს
მირო
05 აგვისტო 2022 16:56
1

სიახლეები პოპულარული