Geo Team-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ნაკრების 20 წლის მცველი ირაკლი აზაროვი ბათუმის "დინამოდან" "ცრვენა ზვეზდაში" გადავიდა.
"შეთანხმების შემდეგ. ფოტოზე: მამუკა ჯუღელი, მარკო მარინი, მამუკა ჯუღელის შვილი და ირაკლი აზაროვი", - წერს Geo Team-ი.
ბელგრადულ კლუბს ჯერ ტრანსფერი არ დაუდასტურებია.
"დინამო" ტრანსფერში 300 000 ევროს და ასევე, მისი შემდგომი გაყიდვიდან თანხის 20%-ს მიიღებს.
"ცრვენა ზვეზდამ" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "პიუნიკი" 5:0 დაამარცხა და მომავალ სეზონში მინიმუმ ევროპის ლიგაზე თამაში გაინაღდა.
კობიაშვილმა ოდესღაც უარი თქვა გაზპრომის რეკლამით მაისურზე. შალკეში მგონი თუ კარგად მახსოვს
მერჩივნა უკეთესი გუნდი
იმედია კარგად გამოიყენებს და კარგ ევროპულ გუნდში წავა მერე