ვატო არველაძე საბა კვირკველიას თანაგუნდელი გახდა

AutoSharing Option
Azerisport.com წერს, რომ 24 წლის ქართველი ფორვარდი ვატო არველაძე კარიერას აზერბაიჯანულ "ნეფთჩიში" გააგრძელებს.

როგორც აღნიშნული წყარო წერს, ბაქოურ კლუბს ჩვენებურთან ტრანსფერის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებული აქვს.

არველაძე უახლოეს მომავალში გაივლის სამედიცინო შემოწმებას, რის შემდეგაც 1+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ქართველი თავდამსხმელი ბოლო კლუბი თურქული "კარაგიუმრუქი" იყო. არველაძეს თბილისის "ლოკომოტივსა" და "კორონაშიც" უთამაშია.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ "ნეფთჩიში" ამ ზაფხულს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი საბა კვირკველიაც ჩაირიცხა.
მკითხველის კომენტარები / 23 /
მოკლედ აღარ იციან ეს ბიჭი სად შეტენონრაა,აწვალებენ და ესეც წვალობს
ალიკა
08:42 07-08-2022
2
მე რომ არველაძეების ვიყო, მოგძებნიდით და პასუხს მოგთხოვდით ასეთი არასწორი ლაპარაკისთვის. პასუხს რომ ვერ გამცემდით, 'იმენნა' მუხლებზე დაგაყენებდით და ისე მოგახდევინებდით ბოდიშს, თქვენ კაცუნებო. ჩვეულებრივი ლაჩრები ხართ, რომლებსაც ჯოგთან ერთად აქვთ მხოლოდ დიდი გული.
odala
00:35 07-08-2022
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული