ინგლისურ "ბარნლის" "მეცის" 2 მოთამაშის, გიორგი მიქაუტაძისა და ბუბაქარ კუიატეს დამატება სურს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Sun-ი ავრცელებს. ტრანსფერებით პირადად გუნდის მთავარი მწვრთნელი ვინსენტ კომპანია დაინტერესებული.
"კომპანის გუნდის გაძლიერება სურს. მას შემდეგ, რაც კლუბი რამდენიმე მოთამაშემ დატოვა, ხელმძღვანელობა ახალი მოთამაშეების დამატებას აპირებს. სავარაუდოა, რომ ტრანსფერები სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეებში განხორციელდება. ბელგიელ მწვრთნელს 21 წლის ქართველი ფორვარდი გუნდის სქემაში იდეალურად ესახება. მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის გახსნით თამაშში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა. მალელი მცველის ტრანსფერი, სავარაუდოდ, 10 მილიონ ევრომდე დაჯდება." -
წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, "ბარნლი" ჩემპიონშიპში ასპარეზობს და 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს.