"კვარაცხელია მომწონს, მაგრამ უფრო კონკრეტული უნდა იყოს" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა გაეტანო ფონტანამ, რომელიც "ნაპოლის" ღირსებას 2005-06 წლებში იცავდა, ამჟამად კი სერია C-ს "იმოლესეს" მწვრთნელია, რადიო Goal-თან ნეაპოლური გუნდის ახალწვეულები - ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და სამხრეთკორეელი მცველი კიმ მინ ჟაე შეაქო. ფონტანას Areanapoli ციტირებს:

"კვარაცხელია მომწონს, მაგრამ უფრო კონკრეტული და შედეგიანი უნდა იყოს. მეც, როდესაც მის ასაკში ვიყავი, კარგი თამაშის შემდეგ მინდოდა გადამეჭარბებინა და ზედმეტად გულმოდგინე ვყოფილიყავი. ვფიქრობ, ეს მის ახალგაზრდულ ასაკთანაა დაკავშირებული. სპალეტი ამაზე კარგად იმუშავებს.

კიმმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. კარგად მოქმედებს და გარისკვა შეუძლია.
მისი უნარებით მოხიბლული დავრჩი. აქვს ლიდერის თვისებები და ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა".

მკითხველის კომენტარები / 14 /
უნახიათ რა ამათაც ექსპერტი)) სერია ცეს მწვრთნელის აზრი რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად საინტერესოა. კვარამ შეძლო და გადალახა ის პირველი რთული ნაბიჯები ნაპოლიში და ყველას დაანახა მისი კლასი, ჯერ სად არიან კინო აწი იწყება. წინ კვარა!
ირაკლი
08 აგვისტო 2022 22:18
2
როგორც იტყვიან...შენს სერია ც-ს მიხედე!
ქუთაისი
08 აგვისტო 2022 20:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული