"აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია, ვისთანაც მითამაშია" - სერბი ნახევარმცველი

AutoSharing Option
Mozzart Sport-თან ინტერვიუში ბათუმის "დინამოს" ყოფილმა ფორვარდმა სტეფან დენკოვიჩმა ირაკლი აზაროვის შესახებ ისაუბრა.

მონტენეგროელი სერბი 2022 წლის იანვარში აღმოჩნდა ზღვისპირულ გუნდში, მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და კლუბ "დეჩიჩში" ჩაირიცხა. 

"ვისთან ერთადაც მითამაშია, ირაკლი აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია. არამარტო - შესაძლოა, ის ერთ-ერთი საუკეთესოც კი არის, ვინც კი ჩემი თვალით მინახავს.

მას დიდებული ტექნიკა და სისწრაფე აქვს. აზაროვი ძალიან მოქნილია, რაც მისთვის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

ბოლო დროს მან ძალიან მოუმატა. დამიჯერეთ, თუ ის განვითარებას გააგრძელებს, "ცრვენა
ზვეზდა" მალე მას წამყვანი 5 ევროპული ჩემპიონატიდან ერთ-ერთ გუნდში გაყიდის".

გამოცემამ აზაროვი სერბ მცველ ფილიპ მლადენოვიჩს შეადარა, რომელიც წარსულში სწორედ "ცრვენა ზვეზდას" მაისურს ირგებდა და მისი მოვალეობაც შედეგიანი გადაცემების გაკეთება იყო.

"იმედია, სერბი გულშემატკივარი არ მიწყენს, მაგრამ ჩემთვის აზაროვი უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელია, ვიდრე მლადენოვიჩი. ირაკლი რეგულარურად ხვდება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და მას მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ენდობა.

აზაროვმა იცის, რომ ეს მისი კარიერისთვის წინსვლის შესანიშნავი შანსია. "ცრვენა ზვეზდა" კლასით მაღლა დგას, მაგრამ იცოდეთ, რომ ქართული გუნდებიც არ არიან ისეთი სუსტები, როგორც ჩანს. გაკვირვებული დარჩებით, თუ ნახავთ, თუ რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს იქ", - ამბობს დენკოვიჩი.
მკითხველის კომენტარები / 12 /
Cota temas gadavuxvev da davitashvilze da lochoshvilze chamichumi agar ismis ra xdeba daiwko italiis da safrangetis chempionatebi????????
Givi
09 აგვისტო 2022 19:07
2
ეს სტატია იაგო ხვიჩიას წააკითხეთ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი აღვადგინოთო რომ წამოროშა, აქ იმდენი ტალანტია, რაში გვჭირდება სხვებთან ასიმილაცია, მთავარი ფულია, რომელი ფულიც ქართველ ბიზნესმენებს არ ემეტებათ.
09 აგვისტო 2022 16:34
2
ტყუილად წავაკითხებთ იაგოს,მოყოლილის გააზრება უჭირს,წაკითხულის მითუმეტეს
ნიკ
09 აგვისტო 2022 22:32
0
რა სასიამოვნია შენიანს ესე რომ ახასიათებენ, მაგრამ ირაკლიმ აუცილებლად კიდე მეტი უნდა იშრომოს და მოუმატოს
gionat
09 აგვისტო 2022 16:28
0
წარმატებები ირაკლი აზაროვს!!! და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
09 აგვისტო 2022 15:51
1
ამან ფეხბურთს თუ ქონდეს ნაყურები მე მოვჯვდე
almasxani
09 აგვისტო 2022 14:27
24
წავა წავა წინ! ჩვენი ფეხბურთი
თენგო
09 აგვისტო 2022 13:42
1
ისე ევროპის ჩემპიონატზე თამაში დაგვხატავდა ტრანსფერების მხრივ მეტი ყურადღება იქნება აქეთ. თავი შეაკალით იქნებ გავძვრეთ
რაბუ
09 აგვისტო 2022 13:05
1
ა კაცი მშვენივრად დაგვახასიათა.
ჯიმა
09 აგვისტო 2022 12:57
1
ირაკლიმ 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ეს მაფიქრებინებს,სულ ცოტა 2 წელს მაინც დაიტოვებენ,გუნდში და მერეღა გაყიდიან.ორი წელი მებევრება ირაკლისთვის.ასე მგონია,მომავალ წელს უკვე მზად იქნება მაგარ ლიგაში სათამაშოდ.ასეა თუ ისე,ქართველი აგენტები ნელნელა იკვალავენ გზას,ევროპულ ქვეყნებში.ეს კი დაგვეხმარება,ფული სერბიის მსგავს შუალედურ ქვეყნებს კი არ დარჩეთ,არამედ პირდაპირ ქართულ კლუბებში წამოვიდეს.დარწმუნებული ვარ,წელს წასული ბიჭები გაამართლებენ და წამყვანი ლიგების სკაუტებს,ყურადღებას პირდაპირ საქართველოზე გადმოატანინებენ.
სოსო
09 აგვისტო 2022 12:53
1
გიონა,ორი წელი ნამდვილად არაა ბევრი,ეს არის ზუსტად საჭირო დრო.ორ წელში,ბოლო ორ წელს ვგულისხმობდი.პირველ ორ წელიწადში გავა გასაყიდ კონდიციაზე,მესამე წელს,უკვე ან სეზონის დასაწყისში,ან ზამთარში უნდა გაიყიდოს და მეოთხე წელს,უკვე სატრანსფერო ფასის ასაწევად და დაზღვევისათვის გამოიყენებენ.რაც მეტი დრო აქვს მოქმედი კონტრაქტისა დარჩენილი,გამოსასყიდიც მეტია,მაგრამ ამან შესაძლოა ირაკლის უფრო ძლიერ კლუბში გადასვლას შეუშალოს ხელი.ეს ბათუმსაც აწყობს,თუმცა არ აწყობს ირაკლის.
სოსო
09 აგვისტო 2022 17:15
0
სოსო - ს 2 წელი არაა ბევრი, ჯერ ადგილი უნდა დაიმკვიდროს მყარაად შემდეგ მოსამატებელიც ექნება რაღაც კოპონენტებში, ჯერ მხოლოდ 20 წლისა
gionat
09 აგვისტო 2022 16:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული