"ნაპოლი" აღარ არსებობს - უფრთხილდით ქართველ ჯადოქარს" - იტალიური მედია კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
"ნაპოლი" კასტელ დი სანგროდან ნეაპოლში დაბრუნდა და სეზონის სტარტისთვის მზადება კლუბის ბაზაზე გააგრძელა. გუნდის ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრებს უკვე შეაყვარა თავი და მასთან სურათებს იღებენ. იტალიური მედია აღნიშნავს, რომ ქართველს ახალ "ნაპოლიში" განსაკუთრებული როლი მიენიჭება და მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

Football Italia: "სამი ლეგენდის წასვლის შემდეგ, "ნაპოლი" გარდამავალ პერიოდში ახალ კამპანიას იწყებს. ჟურნალისტი და ბლოგერი სტივენ კასევიჩი მიიჩნევს, რომ ნეაპოლელებს მაინც შეუძლიათ სკუდეტოსთვის ბრძოლა.

იმედგაცრუების მერე ოპტიმიზმის მცირედი გრძნობა დაბრუნდა, როდესაც რიგი დამაინტრიგებელი ტრანსფერი განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებს
შეზღუდული ბიუჯეტი აქვთ, ქართველი ხვიჩა კვარაცხელია, სამხრეთკორეელი კიმ მინ ჟაე, ნორვეგიელი ლეო ოსტიგორდი და ურუგვაელი მატიას ოლივეირა დაიმატეს.

მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გუნდის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა. სერია A-ს წამყვან კლუბებთან კონკურენციისთვის ახალბედების სწრაფი ინტეგრაცია მნიშვნელოვანი იქნება. ჩემპიონობა ძალიან შორი პერსპექტივა, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კი უფრო რეალური ამოცანაა.

საკვანძო ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი უნდა გახდეს და ტრავმებს თავი აარიდოს, რათა გუნდი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე არ დარჩეს. როდესაც მან "ინტერთან" მატჩში (3:2) ყბის ძვლის მოტეხილობა მიიღო, 8 თამაში გამოტოვა და მისმა გუნდმა 3 მარცხი განიცადა.

სპალეტიმ უკვე თქვა, რომ ტოპ-კლუბებთან რთული ბრძოლები ელით. ეს მწვრთნელის ძალიან გასაგები განაცხადია, რომელიც ცდილობს დიდი მოლოდინი არ შექმნას.

გასულ სეზონში ოსომენი ხშირად რჩებოდა თავდასხმაში ეულად და სპალეტიმ საჭიროა ცენტრფორვარდისთვის შექმნას უფრო წინწაწეული შემტევი ტრიო, რათა ეს რგოლი მეტად ბალანსირებული გახდეს.

უფრთხილდით ფლანგზე ქართველ ჯადოქარს
ხვიჩა კვარაცხელია ყველა ასპექტში ხმამაღალი შენაძენია

21 წლის თბილისელი ფეხბურთელის წინაშე მარცხენა ფრთაზე ინსინიეს შეცვლის რთული ამოცანა დგას. ბრწყინვალე ტექნიკით და ბურთის ჯადოქრულად ფლობით ის თვით ყველაზე პესიმისტ ფანებს ააღელვებს და მომავალ კამპანიაში უდავოდ ყურადღებას იმსახურებს".

CBS Sports: "ნაპოლი" ახალ ერას იწყებს. გუნდი, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით, მეტად აღარ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ უნდათ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის პრეტენდენტებად დარჩნენ, ახალი ლიდერის მოძიება მართებთ.

სატრანსფერო ფანჯრისას შეტევის ხაზში აღსანიშნავი შენაძენი არ გაუკეთებიათ, მხოლოდ სამი მცველი დაიმატეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მექსიკელმა ირვინგ ლოზანომ შეიძლება ბოლოს და ბოლოს თავის წარმოსაჩენად შანსი მიიღოს.

ძალიან პერსპექტიულ ხვიჩა კვარაცხელიაზე ძლიერ უნდა ჰქონდეთ იმედი, რათა თავდასხმის ამ რგოლმა გარკვეული სტაბილურობა შეიძინოს და აუცილებლად უნდა იყოს ნამდვილი შემოქმედი, რომ ცოტა ხნის წინ მიღწეული წარმატება გაიმეორონ - მეტადრე იმის გათვალისწინებით, რომ კლუბი ბევრმა ვარსკვლავმა დატოვა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჰალანდს ვინც ფეხბურტელი დაუძახოს მე იმის......!!! ეგ მენახირე ეგა.ჯორივით კუნტრუშობს და ჯანის ხარჯზე ჩაგრავს სხვებს.
კ ო მ ბ ლ ე
09:25 14-08-2022
1
კვარა ჰოლანდს სჯობიაო ვიღაცა(სხვა სიტყვას ვერც დაუძახებ) რომ იტყვის,იმან მართლა არ უნდა უყუროს ფეხბურთს.ბუნდესლიგაში და პრემიერლიგაში თითქმის ყველა თამაშში გოლი გააქვს ბიჭს. ვაი შენს პატრონს უბედურს. შემიდარა მათხოვარ რუსეთში ნათამაშევ ფეხბურთელს. ჰოლანდზე მაგარი რომ ყოფილიყო გვარდიოლა ხვიჩაში გადაიხდიდა უზარმაზარ თანხას.ასე რო პროფესორა გიჯობს ბადმინტონს უყურო.
zaza
08:36 12-08-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული