ვაისმა ჩაკვეტაძეზე და მარცხზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე პენალტების სერიაში "ოლიმპიაკოსთან" დამარცხების შემდეგ, კომენტარი "სლოვანის" მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა გააკეთა:

"ეს სირცხვილია. ასეთ რთულ მეტოქესთან კარგად ვითამაშეთ, კაცნაკლულობის მიუხედავად, ორჯერ შეგვეძლო თერმეტმეტრიანებამდე არ მიგვეყვანა საქმე. პენალტები - ნერვებია, სამწუხაროდ, კუცკა და ჩაკვეტაძე დაძაბულობას ვერ გაუმკლავდნენ.

ფეხბურთელები მაინც იმსახურებენ პატივისცემას. ასეთი "სლოვანი" სურს გულშემატკივარს, ბიჭები შეუჩერებლივ მიიწევდნენ წინ, მაგრამ ფორტუნამ დახმარების ხელი არ გამოგვიწოდა. ეს შესანიშნავი თამაში და შესანიშნავი ფეხბურთი იყო. ახლა "ზრინსკი" გველის და მე მჯერა, ჩვენ გამარჯვებას შევძლებთ".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბათუმის წყევლა დაგდევთ, ჯგუფშიც ვერ შეხვალთ..
წაიკითხე ხმამაღლა
10:59 12-08-2022
52
მადლობა, მადლობა ვაისს, რომ ჩაკვე "იბრუნებს" თავის თამაშს!
ამ თამაშში ერთ-ერთი გამორჩეული იყო (ყველაზე მეტად თუ არა) მაგარი თამაშით ორივე გუნდში (ორი საათი ჩაკვეს თამაში???)!
პენალტები ნერვების თამაშიაო? ხო, მასეა! გავიხსენოთ მესისა და რონალდოს გაფუჭებული პენალტებიც.
რა იცი, იქნებ ამ გაფუჭებულმა პენალტმა ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო გააძლიეროს ჩაკვე!
თემური
10:35 12-08-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული