"ჰალის" კარგი სტარტი - შოთას გუნდმა "ნორვიჩს" სძლია

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიფის მესამე ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ჰალ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე „ნორვიჩი“ 2:1 დაამარცხა.

ლიგის თასზე სტუმრად „ბრედფორდთან“ 1:2 წაგების შემდეგ, არველაძემ ძირითად შემადგენლობაში 6 ცვლილება განახორციელა, "ჰალმა" დღევანდელი მატჩი კარგად ჩაატარა და კოლუმბიელი თავდამსხმელის ოსკარ ესტუპინანის დუბლით გაიმარჯვა.

„ჰალმა“ პირველ 3 ტურში 7 ქულა მოიპოვა, ჯერჯერობით ლიდერია და 16 აგვისტოს გასვლაზე „ბარნლის“ დაუპირისპირდება.

ჰალი.“MKM სტადიუმი“. 17 028 მაყურებელი
ჰალი - ნორვიჩი 2:1
გოლები: 1:0 ესტუპინანი (43), ესტუპინანი (62), 2:1 ნუნიესი (72)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვგულშემატკივრობ შოთას, მაგრამ ძალიან სუსტია ჰალი. ინტერვიუ ვნახე წინა თამაშის და გამიკვირდა ასეთი ცუდი ინგლისურით რომ ლაპარაკობს შოთა. ცოტა გამოთქმაზე მაინც იმუშავე.
odala
14:04 14-08-2022
4
კიდევ მრავალჯერ გაგვეგონოს და კიდევ - ერთად ვისწავლოთ ქართველის წარმატებით გახარება!
Guja Kakhadze
11:20 14-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული