"ნეაპოლში კიდევ აცხობენ პიცას? ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო!" - "კვარამ" "ნაპოლის" გულშემატკივარი აღაფრთოვანა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს პირველ ტურში "ნაპოლიმ" გასვლაზე "ვერონა" 5:2 გაანადგურა. აღნიშნულ მატჩში სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩის შემდეგ ნეაპოლიტანელთა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ჯუზეპე ფრანჩეზემ სოციალურ ქსელში დაწერა:

"ნეაპოლში კიდევ აცხობენ პიცას? ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო", - წერს ფრანჩეზე. 

Sportall.Ge

alt"დამშვიდდით, ახლა "ნაპოლიზე" მე ვიზრუნებ" - ცნობილი იტალიური გამოცემა კვარას თამაშს ეხმაურება

alt"ხვიჩას მოძულე შოვინისტებო, გამოძვერით სოროებიდან" - კვარაცხელიას რუსმა ფანებმა კრიტიკოსებს შეუტიეს

altოსიმენი: ვნახეთ კვარაცხელია როგორი ფეხბურთელია

altსპალეტი: კვარაცხელია უფრო უკეთესი გახდება - რატომ

შევცვალე?

altკვარაცხელიამ და "ნაპოლიმ" სეზონი ფანტასტიკურად დაიწყეს - ხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
წუხანდელის მერე მაქარიანი და სანოევი ცოცხლები არიან?! :D ისე კი კვარასი ოსიმენს შურს და ძალიან მგონია რომ შინაგანად ეჯიბრება, ძალიან უნდა ლიდერის ფუნქცია თავად ჰქონდეს ყოველმხრივ და რომ გრძნობს გულშემატკივართა სიმპატიას კვარასადმი, ტალანტის და საფეხბურთო ინტელექტის ქართველის უპირატესობას მგონია რომ იგრუზება!
ტარიელ მაღალდაძე
16 აგვისტო 2022 10:56
3
ოსიმენი შარშანაც გუნდის ლიდერი იყო და მაყურებელთან ურთიერთიერთობაშიც ჩანდა ეს.მასთან ერთად გუნდში ინსინიეც იყო და მერტენსიც,რომლებიც ასევე ლიდერები იყვნენ.არა მგონია ასეთი რამის გამო დაიგრუზოს,მით უმეტეს,რომ ხვიჩა არც მას ამადლის პასებს და უგოლოდ არც ის დარჩენილა.თანდათან შეთანაშდებიან,ხვიჩა ენასაც უკეთ ისწავლის და ყველაფერი რიგზე იქნება.როცა გუნდი წარმატებით თამაშობს,მაშინ ურთიერთობები არ ფუჭდება,ურთიერთობები,გუნდში კრიზისის დროს იძაბება და იმედია ასეთი რამე,ნაპოლის არ ემუქრება.თუმცა ხვიჩა რომ კონფლიქტური არ არის,ყველამ იცის.იმედია არც ოსიმენი იქნება აგრესიული და არც მიზეზი ექნება აგრესიისათვის.თუ გახსოვს,ხვიჩას როცა დესპოტოვიჩი ჰყავდა გვერდით,მაშინ გაცილებით ეფექტური იყო შეტევაში,აქ დესპოტის როლს,ოსიმენი ასრულებს და ესეც იმედის დამატებითი საფუძველია,რომ მათგან დიდებული დუეტი შედგება.
სოსო
16 აგვისტო 2022 11:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული