"მანჩესტერი" დე ხეას შემცვლელს ეძებს და სასწრაფოდ მამარდაშვილს დაუკავშირდა - რამდენად რეალურია ტრანსფერი?

AutoSharing Option
Thethaovanhoa "მარკაზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ პრემიერლიგაზე "ბრენტფორდთან" 0:4 წაგების შემდეგ, "მანჩესტერის" ხელმძღვანელობა მეკარე დავიდ დე ხეას თამაშით უკმაყოფილო დარჩა, იძულებულია ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მისი შემცვლელი მოძებნოს და უკვე დაუკავშირდა "ვალენსიას" გოლკიპერ გიორგი მამარდაშვილს.

"ღამურებში" 2021 წელს გადასული 21 წლის მამარდაშვილის თამაში ძალიან შთამბეჭდავია. "მანჩესტერს" შეიძლება "ვალენსიას" დასაყოლიებლად ტრანსფერი 35-40 მილიონი ფუნტი დაუჯდეს.

მამარდაშვილის სიმაღლე 199 სანტიმეტრია და ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მისი კერპი მანუელ ნოიერია და ბევრი მიიჩნევს, რომ ქართველს ტიბო კურტუას მსგავსი უნარები გააჩნია.

სიმაღლ
ის გარდა ის ბელგიის ნაკრების ვარსკვლავის მსგავსად ცაციაა. სიმაღლის მიუხედავად მამარდაშვილი ფეხით კარგად თამაშობს".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგის სამსახურით "მანჩესტერი" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებული, მაგრამ ამ ეტაპზე ის გუნდის გამოცვლას არ აპირებს.

altმამარდაშვილმა ესპანურ პრესასთან პრემიერ ლიგის გუნდებიდან ინტერესზე, თავის მომავალსა და მიზნებზე ისაუბრა

altმამარდაშვილი პრემიერლიგაში? - "ვალენსიას" 70 მილიონი სჭირდება, "ტოტენჰემს" - ლორისის შემცვლელი

altრა საერთო ექნებათ მამარდაშვილს, ნანისა და მატას? - მანჩესტერული მედია მსჯელობს

altმამარდაშვილი ტენ ჰაგის სიაშია - "იუნაიტედის" ახალ მწვრთნელს ქართველი მეკარის დამატება პირადად სურს

altAS: "მანჩესტერ იუნაიტედი" მამარდაშვილით დაინტერესდა

მკითხველის კომენტარები / 10 /
არსად არ უნდა წავიდეს ძალიან კარგ და გუნდსა და ჩემპიონატშია მოხვედრილი.
qomagi
02:28 17-08-2022
1
ძირითად მეკარედ კი ბატონო, დუბლიორად არა რათქმა უნდა.
ეეე
00:25 17-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული