ბრიტანული მედია კვლავ იტყობინება, რომ "მეცის" 21 წლის თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის სამსახურით "ბარნლის" მწვრთნელი ვენსან კომპანია დაინტერესებული და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მის გადაბირებას შეეცდება.
Lancs Live-ს ცნობით, ინგლისური კლუბი ჩემპიონშიფში ცუდი სტარტის შემდეგ "მეცს" ქართველში 5 მილიონ ფუნტს სთავაზობს და შეთანხმების მიღწევის იმედი იმის მიუხედავად აქვს, რომ ფრანგული კლუბი ორჯერ მეტ თანხას ითხოვს.
მიქაუტაძეს "მეცთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში ლიგა 2-ის 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და გამოცემის მტკიცებით, "ბარნლიში" გადასვლის
შემთხვევაში კარგ ჰონორარს მიიღებს.