გადამწყვეტი მატჩები - ჩაკვეტაძის იმედი და ბუდუ ფორმაში...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" და დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ. ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდამ" და ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბაღმა" გაინაღდეს. დღეს, 25 აგვისტოს, ამის შანსი რევაზ ინჯგიას "აპოლონს", გიორგი ხარაიშვილის "ფენერცვაროშსა" და გერმანიის მოქალაქე აკაკი გოგიას "ციურიხს" ექნებათ.

რაც შეეხება კონფერენს ლიგას, სადაც შეხვედრები ასევე ხუთშაბათს ჩატარდება - მშვენიერ ფორმაში მყოფი ბუდუ ზივზივაძე "ფეჰერვართან" ერთად "კიოლნის" დამარცხებას საკუთარ მოედანზეც შეეცდება. შეგახსენებთ, გერმანიაში ბუდუმ გაიტანა, საგოლე პასიც შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვებაში (2:1) დიდი წვლილი შეიტანა. ჯგუფურ
ეტაპთან ახლოს ვაკო გვილიას "რაკუვიცაა", რომელსაც პრაღის "სლავიასთან" პოლონეთში მოგებული (2:1) აქვს. ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის "ლეხი" ლუქსემბურგში "დუდელანჟთან" საკმაოდ სოლიდური უპირატესობით (2:0) ჩადის, აი, გიორგი აბურჯანიას "ჟილ ვისენტე" კი "ალკმაართან" უშანსოდაა (პირველ მატჩში 0:4 დამარცხდა). კოსოვოელებთან საკუთარ მოედანზე წაგებით (1:2) გადამწყვეტ ეტაპზე თამაშის შანსი გაურთულდა გაგი მარგველაშვილის "შკუპს". მარცხის მიუხედავად (0:1 ბოსნიურ "ზრინსკისთან"), შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ქართველებით დაკომპლექტებულ ბრატისლავის "სლოვანს" აქვს.

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, ვლადიმირ ვაისის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ბათუმის "დინამოსთან" დრამატულ მატჩში გამარჯვებით დაიწყო, თუმცა შემდეგ "ფენერცვაროშმა" აჯობა, რასაც ევროპა ლიგაზე "ოლიმპიაკოსთან" ორი მატჩის ჯამში წაგებაც მოჰყვა. სლოვაკი სპეციალისტი გიორგი ჩაკვეტაძეს დიდ ნდობას უცხადებს, მისი ოპტიმალურ ფორმაში შესვლის იმედი აქვს. "ჩაკვეს" მატჩის ბედის გადაწყვეტა მართლაც შეუძლია. ჯაბა კანკავა და გურამ კაშია კი, მოგეხსენებათ, გუნდის ლიდერები არიან.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კაშიამ კლუბის ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა:

"მეტი აგრესიულობა დაგვჭირდება, შედეგი მისაღწევია - გამარჯვება, მინიმუმ, ორბურთიანი სხვაობით. მიმდინარე ევროთასებზე საკუთარ მოედანზე არ გაგვიმარჯვია და ეს ძალიან გვინდა."

იმედია, ქართველი ფეხბურთელების კლუბები წარმატებას მიაღწევენ.

altბუდუმ "კიოლნსაც" გაუტანა - "სლოვანი" "ზრინსკისთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩაკვეტაძეს კარგი ფსიქოლოგი უნდა და 3 თვეში ფეხზე დააყენებს! სხვანაირად არ გამოვა! მარტო "ფიზიკას" არაფერი მოაქვს თუ ფსქიკურად არა ხარ მზად!
მწვრთვნელი
24 აგვისტო 2022 12:46
3
კარგია, ნელა ნელა ნაკრების ბირთვი გაუშინაურდება ევროთასების თამაშებს, ამ ტურნირებში მონაწილეობა კი ჩვენს ფეხბურთელებს ძალიან წაადგებათ. წარმატებები ყველას.
ტარიელი
24 აგვისტო 2022 11:47
1
ყველა მატჩი ვნახე ჩაკვეტაძის სლოანში ვაისმა 12 თამაში ათამაშა მაგრამ სამწუხაროდ ჩაკვეტაძეს არაფერი გამოზდის იმ სლოვაკეთის ლიგაშიც კი ვერაფერს ვერ აკეთებს ზოგიერთი იტყვის ფომრაში არაა ტრავა ქონდა და ა.შ მაგრამ ერთი წელი გავიდა ხალხო რაც ტრავის შემდეგ დაბრუნდა 1 წელი იმის შემდეგ გენტშიც თამაშობდა ჰამბურგშიც და ნაკრებშიც და 1 წელი ფეხბურთელმა ფორმა როგორ ვერ აღიდგინა ჩემთვის გაუგებარია იმ სლოვაკეთის ჩემპიონატშიც კი სადაც უსუსტესი გუნდები არიან იმათანაც ვერაფერს ვერ აკეთებს ძალიან არ მინდა ამ ბიჭმა ლევან ყენიას ბედი გაიზიაროს და ბოლოს სადღაც მე 7 ლიგის გუნდში დასრულოს კარიერა არც ვაისი გადაჰწყვება ვაის სხვა ფეხბურთელებიც ჰყავს უახლოეს პერიოდში თუ ჩაკვე რაღაცს არ გააკეთებს დარწმუნებული ვარ ვაისიც გადახედავს ჩაკვეს მდგმარეობას გუნდშ 12 მატჩი შემმტევ ნახევარმცველს რომ გოლი არ გაუტანია და 1 ასისტი აქვს სულ ამდენ მატჩში ეს ძაან დაბალი შედეგია რაღაცა უკვე უნდა გააკეთოს.
გოჩა
24 აგვისტო 2022 12:38
3
როგორც მივხვდი მთავარია ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო გადალახო და მერე რამდენიც არ უნდა წააგო კონფერენს ლიგაზე ძალით გტენიან.
მ.მ
24 აგვისტო 2022 13:45
0
ადრე რომ ვუყურებდი ჩაკვეს თამაშს ბურთს როგორც კი მიიღებდა მაშინვე ამწვავედე და მიდიოდა მცველზე ანთებული იყო მოედანზე ძაან მაღალ სისწრაფებზე თამაშობდა და ვიცოდი რომ ბურთს რომ მიიღებდა რაღაცას გააკეთებდა მაგრამ ბოლო 1 წელია რასაც მე ჩაკვეს ვუყურებ რადიკალურად სხვა ფეხბურთელია რომელიც თამაშს თავის თავზე არ იღებს არ ცდილობს გამწვავებას როგორც კი ბურთს მიიღებს ეძებს პარტნიორს რომ გააკეთოს პასი უკან პასები აქვს ძალიან ბევრი და ინდივიდუალურად თითქმის ეპიზოდირი მომენტებისა აღარ თამაშობს რაც ძალიან ცუდია.
gio
24 აგვისტო 2022 12:41
0
წარმატებები ჩაკვეტაძეს... საქართველოს ნაკრებში!!!
tngh
24 აგვისტო 2022 15:43
0
ხვალაც თუ ვერ გაიტანა ჩაკვემ და აღარ ვიცი რა, უკვე საკმაო პრაქტიკა მიიღო და უკვე უნდა ქნას რამე. წარმატებები
ტტტ
24 აგვისტო 2022 16:10
0
გატანა არ არი მთავარი, ეგრე ჰამბურგში რომ გაიტანა მერე დასვეს სკამზე, იმიტომ რომ თამაში არ გამოსდიოდა, ვერ ამწვავებს და ვერ ქმნიდა. ასე რომ გატანა კი არა მაგარი თამაშია სასურველი და გოლები მერე თავისით მოვა
Bs
24 აგვისტო 2022 20:05
0
ჰამბურგში, რომ გაიტანა ის რა გატანა იყო ცხელი მჭადივით გაუვარდა მეკარეს ხელიდან ბურთი.დდდ, მე მართლა გატანას ვგულისხმობ, აბა მწვავე გარღვევები სლოვანშიც ქონდა მარა ეგ არაა საკმარისი.
Bs-s
25 აგვისტო 2022 14:29
0
ეს სლოვანი რამდენჯერ უნდა გავარდეს, მაინც ვერ მოვიშორეთ. :დ წარმატებები ჩვენს ქართველებს.
ქუთაისელი
24 აგვისტო 2022 12:41
0
უკვე დროა ჩაკვემ რაღაცა გააკეთოს მოედანზე თორემ ვაისის ნდობასაც აქვს ლიმიტი ჯერ ჯერობით სამწუხაროდ არაფერი გამოზდის და იმედი მაქვს უახლოეს თამაშებში ჩაკვე დადებს შედეგს.
ზურა
24 აგვისტო 2022 12:30
2
Xval chakvetadze gaitans da mere sul sxva giorgis vixilavt tavdajerebuls da shedegians!!!warmatebebi gios da sxva qartvelebs!!!
Givi
24 აგვისტო 2022 14:52
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული