მოგეხსენებათ, გუშინ "სლოვანმა" ბოსნიაში ადგილობრივი "ზრინსკი" პენალტების სერიაში (6:5) დაამარცხა და კონფერენს ლიგაზე გავიდა. გამორჩეული შეხვედრა ჩაატარეს გუნდის გამოცდილმა მოთამაშეებმა გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ.
"სლოვანის" ქომაგები სოციალური ქსელის საშუალებით მათ მადლობას უხდიან.
"ჯადოსნური საღამო გამოვიდა. 3 წუთში კინაღამ შეხვედრა დავთმეთ. კაშია 120 წუთის განმავლობაში შეუჩერებელი იყო, ნამდვილი მეფეა!"
"მიუხედავად გაძევებისა, ჯაბა უდიდეს ქებას იმსახურებს. ნამდვილი მეომარი, რომელიც ყოველთვის ყველაზე მეტს დარბის".
"თუ ტიგრანმა ჯგუფურ ეტაპზეც ასე ითამაშა, შორს გავფრინდებით და რა თქმა უნდა, ჯაბა, მიუხედავად წითელი ბარათისა. ვფიქრობ, მოსტარმა
იდაყვის დარტყმა და აღმზრდელობითი გაკვეთილი დაიმსახურა".
"გურამ, მადლობა ბრძოლისთვის".
შეგახსენებთ, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დღეს, 16:30 საათზე გაიმართება.