"ეს ქართველი ფენომენი სად მონახეს?" - ხვიჩას თვით მორატი და მოჯი აქებენ

AutoSharing Option
"ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ დებიუტს "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი მასიმო მორატი და "იუვენტუსის" ექს-გენერალური დირექტორი ლუჩანო მოჯი გამოეხმაურენ. რადიო "კის კისთან" მათი საუბარი AreaNapoli-მ გამოაქვეყნა.

მორატი: "სკუდეტოს ფავორიტი იმედია "ინტერია". რა თქმა უნდა, მე ვნახე როგორ კარგად, ძალიან კარგად თამაშობს ლუჩანო სპალეტის "ნაპოლი". ახალგაზრდა ფეხბურთელები შეინარჩუნეს, ცოტა გამოცდილება აკლიათ, მაგრამ ძალიან მხიარულად თამაშობენ, რაც საინტერესოა. ვნახოთ, რამდენს გაუძლებს. ჩინებული გუნდია.

მომწონს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია? ის ფენომენია. სად მონახეს? როგორ ჩაიგდეს ხელში? არავინ ელოდა, თუ ასეთი მაგარი იქნებოდა და უცბად ამდენ
გოლს გაიტანდა. ნეაპოლურ კლუბს ასეთი მნიშვნელოვანი ტრანსფერისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ".

მოჯის თქმით, "ნაპოლი" სეზონის სტარტზე მიფრინავს, ამის მიზეზი კლუბის მიერ გაკეთებული შესანიშნავი შენაძენი კვარაცხელიაა, თუმცა ჯერ დიდ გუნდებთან მატჩებს უნდა დაელოდონ და დასკვნები შემდეგ გააკეთონ. მას მიაჩნია, რომ ნეაპოლურ გუნდს კარგი სეზონის ჩატარება შეუძლია, მაგრამ სერია A-ში ამჟამად საუკეთესო "ინტერია".

altეს ამბავი სულ უფრო რეალური ხდება! - კვარაცხელია და რონალდო ერთად ითამაშებენ, მაგრამ "ნაპოლი" წამყვან მოთამაშეს დაკარგავს?!

altკვარაცხელია ყველაზე რთული მეტოქის წინააღმდეგ, "მამარდა" სიმეონეს პირისპირ - ქართველების უქმეები

alt"მათ ქართველი ვუნდერკინდი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ, ნეაპოლში თამაში ადვილი არ იქნება" - ბრიტანული "გარდიანი" "ლივერპულის" მეტოქეებზე

altკვარაცხელია "დინამო არენის" კედელზე გამოსახეს [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
ყოჩაღ ხვიჩა, რასაც შენ აკეთებ მართლაც სასწაულია, ხუმრობა საქმე არ არის 2 თამაშში საფეხბურთო სამყარო აალაპარაკო, იტალიაში მარტო ბერლუსკონი და გალიანო დარჩა, კომენტარი რომ არ გაუკეთებიათ.
გია პაპა
27 აგვისტო 2022 16:56
1
ესპანეთი პატარა გუნდი იყო? ხო გაუტანა.. ხოდა სხვასაც გაუტანს
Fanklub Georgia
27 აგვისტო 2022 11:53
0
მართლა ფენომენია. არამარტო ტექნიკის გამო. გოლების გატანაც დაიწყო, რაც ჩემი აზრით ფეხბურთში ყველაზე მთავარი და ძნელია.
გოლეადორს ჭირდება განსაკუთრებული ალღო და გონება, რაც კვარას აქვს.
ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა. დავაკვირდი გოლის დროს პასი მასზე არ იყო, როგორ სხარტად მიეჭრა ბურთს. :)
კვარას ნაკლი არის ის რომ ქართველია, ამის გამო არ სცემენ სათანადოდ პატივს. უტყდებათ ჩამოვიდა ვიღაც ქართველი ღლაპი და დირკებს გვიტარებს ამ სახელოვან მოთამაშეებსო :) . რომ იყოს ბრაზილიელი ან ფრანგი სულ სხვა დამოკიდებულება იქნება.
მაგრამ ამასაც დაძლევს და გუნდის ლიდერი გახდება.
las
27 აგვისტო 2022 10:14
2
გელა! ყველა შენნაირად, რომ ფიქრობდეს და აზროვნებდეს, ბედნიერი ერი ვიქნებოდით! რაც დაწერე ქართველობაზე, მეც ზუსტად ერთი-ერთში, მაგ აზრზე ვარ. ვენაცვალე ჩემს საქართველოს და კარგ ქართველს! ვისაც ნაკლი გონია ქართველობა, თვითონ არის ნაკლიც და საცოდავი არსება. მე პირადად ძალიანაც ვამაყობ, რომ ვარ ქართველი და არანაირად ევროპელი! გიორგი.
გელას.
27 აგვისტო 2022 19:36
1
ქართველობას არავინ აკნინებს აქ. უბრალოდ თქვენს თავზეც წარმოიდგინეთ, როცა ფეხბურთელს აფასებთ და არასაფეხბურთო ქვეყნიდან არის, იმან უფრო მეტი უნდა დაამტკიცოს ვიდრე საფეხბურთო ქვეყნიდან მოსულმა. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, დაუწერელი კანონივით არის, ბრაზილიელი ორ კაცს მოატყუებს და უკვე ვარსკვლავია, ეგრევე ამჩნევენ. არასაფეხბურთო ქვეყნიდან მოსულმა კი იმაზე ბევრად მეტი უნდა ქნას.
ბედნიერებაა, რომ ხვიჩამ უკვე დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები.
Winter
27 აგვისტო 2022 15:25
0
ყველა გამოხმაურება
კარგი ბიჭია
დასავლეთს უნდა ომი
27 აგვისტო 2022 07:48
11
კი აბა ინტერი. დღეს ლაციომ აჩვენა რაც არის ინტერი. ყველაფერში აჯობა. ასე მოუვა ნაპოლისთან. შორს ვარ იმ აზრისგან რომ ნაპოლი ყველა თამაშს მაგრად ჩაატარებს, მაგრამ ძლიერ გუნდებთან უფრო მოინდომებს და შედეგი უნდა იყოს წესით
დავით67
27 აგვისტო 2022 07:07
1
ეხლა ყველას გონია რომ ხვიჩას ადაპტაციისთვის 1 წელი უნდა დასჭირდეს და მეორე სეზონში უკვე მაგარი იქნეს. მაგრამ ხვიჩას შეიძლება ნახევარი სეზონიც ეყოს და მეორე ნახევარში უკვე გაზაფხულიდან აფეთქდეს. ისევე როგორც რუსეთში გააკეთა ეს
1 1
27 აგვისტო 2022 02:43
2
მასიმო მორატი ლაპორტას ძმაკაცი და მესიზე ქონდათ შეთანხმება ადრე რომ მესი თუ ოდესმე იტალიაში გადავიდოდა აუცილებლად ინტერში ითამაშებდა სხვაგან არა. სად იყო პსჟ ყანას თოხნიდა მაშინ. ხო და აი ეს კაცი ლაპარაკობს ხვიჩაზე ეხლა
ისე რო
27 აგვისტო 2022 02:31
2
ნუ გჯერათ და ნუ იძახით იმ სისულელეს რომ ერთდროს კვარაცხელიამ თითქოს რუბინში მოტივაცია დაკარგა ან სატრანსფერო "ჭორებმა"(ეგრე აუხდეთ რუსებს ყველა კოშმარი) "გააბრუა". ეგ თვითონ რუსების მოგონილი და შეთითხნილი ფანტაზიაო ძალიან უნდოდათ რომ ეგრე ყოფილიყო ვითომ დაჩმ= რდა და ეგეთი სუსტი ყმაწვილი იყო. მისი გატეხვა და პიროვნული განადგურება უნდოდათ. მაგრ არა, თვითონ თანაგუნდელები ამბობდნენ რომ არ შეცლილაო ისევ ისეთი შემართებით ვარჯიშობსო სატრანსფერო აჟიოტაჟი მასზე გავლენას არ ახდენსო. მაგიტომაც გაურჭო შვედეთს 2 გოლი. ვისაც მართლა გჯერათ რომ მოტივაცია დაკარგა ძალიან პრიმიტიულები ხართ და კიდე ვერ ხვდებით რამდენად მაღლა დგას ხვიჩა მენტალურად და ყველანაირად.
x
27 აგვისტო 2022 02:26
1
ზეგ ნაპოლია. უკვე დაიწყო გულმა ძაგძაგი.
TanoLife
27 აგვისტო 2022 02:02
0
აცადეთ ამ ბიჭს თამაში.უთო რომ ჩართო, ისიც კვარაცხელიას იძახის.
დიმა
27 აგვისტო 2022 01:23
2
მაგრათ მიკვირს შენნაირი ხალხის რო გამოხვალთ და იძახით აცადეთ თამაშიო!!??!! რას ქვია ვაცადოთ??როგორ ვაცადოთ აგარ უგულშემატკივროოთ,,აგარ უყუროოთ??აღარ გაგვიხარდეს მისი წარმატებული თამაშებიი,?აგარ დავწეროთ და აღარ შევაქოოთ??რას ნიშნავს ვაცადოთ??ან როდემდე ვაცადოთ სანამ 25-წლის არ გახდებაა??კაცი დაფრინავს ვარსკვლავია უკვე ჩვეულებრივი და მე პირადად დიდი სიამოვნებით უყურებ მის ყველა მოძრაობას და შენ თუ გინდა აცადე და არ უყურო,,გეგონება ჯოხით დასდევს ვინმე აქედან და ფეხბურთის თამაშში ხელს უშლის,,აცადეთ,,
გელა
27 აგვისტო 2022 12:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული