"ეს ქართველი ფენომენი სად მონახეს?" - ხვიჩას თვით მორატი და მოჯი აქებენ

AutoSharing Option
"ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ დებიუტს "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი მასიმო მორატი და "იუვენტუსის" ექს-გენერალური დირექტორი ლუჩანო მოჯი გამოეხმაურენ. რადიო "კის კისთან" მათი საუბარი AreaNapoli-მ გამოაქვეყნა.

მორატი: "სკუდეტოს ფავორიტი იმედია "ინტერია". რა თქმა უნდა, მე ვნახე როგორ კარგად, ძალიან კარგად თამაშობს ლუჩანო სპალეტის "ნაპოლი". ახალგაზრდა ფეხბურთელები შეინარჩუნეს, ცოტა გამოცდილება აკლიათ, მაგრამ ძალიან მხიარულად თამაშობენ, რაც საინტერესოა. ვნახოთ, რამდენს გაუძლებს. ჩინებული გუნდია.

მომწონს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია? ის ფენომენია. სად მონახეს? როგორ ჩაიგდეს ხელში? არავინ ელოდა, თუ ასეთი მაგარი იქნებოდა და უცბად ამდენ
გოლს გაიტანდა. ნეაპოლურ კლუბს ასეთი მნიშვნელოვანი ტრანსფერისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ".

მოჯის თქმით, "ნაპოლი" სეზონის სტარტზე მიფრინავს, ამის მიზეზი კლუბის მიერ გაკეთებული შესანიშნავი შენაძენი კვარაცხელიაა, თუმცა ჯერ დიდ გუნდებთან მატჩებს უნდა დაელოდონ და დასკვნები შემდეგ გააკეთონ. მას მიაჩნია, რომ ნეაპოლურ გუნდს კარგი სეზონის ჩატარება შეუძლია, მაგრამ სერია A-ში ამჟამად საუკეთესო "ინტერია".

altეს ამბავი სულ უფრო რეალური ხდება! - კვარაცხელია და რონალდო ერთად ითამაშებენ, მაგრამ "ნაპოლი" წამყვან მოთამაშეს დაკარგავს?!

altკვარაცხელია ყველაზე რთული მეტოქის წინააღმდეგ, "მამარდა" სიმეონეს პირისპირ - ქართველების უქმეები

alt"მათ ქართველი ვუნდერკინდი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ, ნეაპოლში თამაში ადვილი არ იქნება" - ბრიტანული "გარდიანი" "ლივერპულის" მეტოქეებზე

altკვარაცხელია "დინამო არენის" კედელზე გამოსახეს [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
ყოჩაღ ხვიჩა, რასაც შენ აკეთებ მართლაც სასწაულია, ხუმრობა საქმე არ არის 2 თამაშში საფეხბურთო სამყარო აალაპარაკო, იტალიაში მარტო ბერლუსკონი და გალიანო დარჩა, კომენტარი რომ არ გაუკეთებიათ.
გია პაპა
16:56 27-08-2022
1
ესპანეთი პატარა გუნდი იყო? ხო გაუტანა.. ხოდა სხვასაც გაუტანს
Fanklub Georgia
11:53 27-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული