"ეს ქართველი ფენომენი სად მონახეს?" - ხვიჩას თვით მორატი და მოჯი აქებენ

AutoSharing Option
"ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ დებიუტს "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი მასიმო მორატი და "იუვენტუსის" ექს-გენერალური დირექტორი ლუჩანო მოჯი გამოეხმაურენ. რადიო "კის კისთან" მათი საუბარი AreaNapoli-მ გამოაქვეყნა.

მორატი: "სკუდეტოს ფავორიტი იმედია "ინტერია". რა თქმა უნდა, მე ვნახე როგორ კარგად, ძალიან კარგად თამაშობს ლუჩანო სპალეტის "ნაპოლი". ახალგაზრდა ფეხბურთელები შეინარჩუნეს, ცოტა გამოცდილება აკლიათ, მაგრამ ძალიან მხიარულად თამაშობენ, რაც საინტერესოა. ვნახოთ, რამდენს გაუძლებს. ჩინებული გუნდია.

მომწონს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია? ის ფენომენია. სად მონახეს? როგორ ჩაიგდეს ხელში? არავინ ელოდა, თუ ასეთი მაგარი იქნებოდა და უცბად ამდენ
გოლს გაიტანდა. ნეაპოლურ კლუბს ასეთი მნიშვნელოვანი ტრანსფერისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ".

მოჯის თქმით, "ნაპოლი" სეზონის სტარტზე მიფრინავს, ამის მიზეზი კლუბის მიერ გაკეთებული შესანიშნავი შენაძენი კვარაცხელიაა, თუმცა ჯერ დიდ გუნდებთან მატჩებს უნდა დაელოდონ და დასკვნები შემდეგ გააკეთონ. მას მიაჩნია, რომ ნეაპოლურ გუნდს კარგი სეზონის ჩატარება შეუძლია, მაგრამ სერია A-ში ამჟამად საუკეთესო "ინტერია".

altეს ამბავი სულ უფრო რეალური ხდება! - კვარაცხელია და რონალდო ერთად ითამაშებენ, მაგრამ "ნაპოლი" წამყვან მოთამაშეს დაკარგავს?!

altკვარაცხელია ყველაზე რთული მეტოქის წინააღმდეგ, "მამარდა" სიმეონეს პირისპირ - ქართველების უქმეები

alt"მათ ქართველი ვუნდერკინდი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ, ნეაპოლში თამაში ადვილი არ იქნება" - ბრიტანული "გარდიანი" "ლივერპულის" მეტოქეებზე

altკვარაცხელია "დინამო არენის" კედელზე გამოსახეს [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
გაატ...კეს საქმე რა, კვარამ ნაპოლიში გადასვლამდე ნაკრების დონეზე ბევრად მაღალი დონის მცველები ჰყავს გაცურებული და რა უკვირთ? რუბინში მოტივაცია არ ჰქონდა, თან განიცდიდა ამდენს წერდნენ სად გადადის და ბიჭზე იმოქმედა ამ ამბავმა. ეროვნულ ნაკრებში რამის მარტო მოუგო ბულგარეთს, მაკედონიას, კოსოვოს და მეტი რა ქნას? ბათუმში კი მის სანახავად სტადიონები ივსებოდა და ესენი კიდევ კითხვებს სვამენ!
zaza
23:53 26-08-2022
0
ზაზა, აი ამას ვამბობ რა ხანია. გეთანხმები.
რუბინში პირველ წელს ხომ აფეთქდა?! მეორე წელს თოთქოს დაარწმუნეს რომ ტოპ კლუბში გადასული იყო, ეს ტრანსფერი რომ არ გამოვიდა მოტივაცია დაკარგა და კონცენტრაციას ვერ ახდენდა.

თან რუბინში იყო, სადაც დაცვაში ეხმარებოდა და 30-40 მეტრი ამოჰქონდა ბურთი, ცხადია ყველას ვერ მოატყუებდა და უნდა გაეცა ბურთი, ამიტომ გოლებს ვერ იტანდა.

ნაპოლი მაინც გრანდია, ბურთი ხვიჩასთან მიდის კეტოქის მოედანზე ან საჯარიმოსთან და რასაც აკეთებს კი ვხედავთ.

მას ნეაპოლში სკეპტიკურად უყურებდნენ და ამან ცოტა დაძაბა, დრიბლინგები არ გამოსდიოდა, მაგრამ ეს გოლები თავდაჯერებას შესძენს და მალე ვნახავთ მის თავბრუდხვევ მოძრაობებს.
მენტალისტი
00:54 27-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული