ზურიკო დავითაშვილი, რომელიც დიდი ალბათობით, კარიერას "ბორდოში" გააგრძელებს, ბათუმის "დინამოს" დაემშვიდობა.
"მოგესალმებით. მოვიდა დრო, როცა მიწევს დამშვიდობება ბათუმის "დინამოსთან".
ამ გუნდში ჩემი ცხოვრების ძალიან პატარა პერიოდი გავატარე, თუმცა რამდენიმე თვემ ცხოვრებაში ბევრი დადებითი ემოცია მაჩუქა. ის, რაც ბათუმში ყოფნის პერიოდში ხალხისგან ენერგიად მივიღე, ძალიან დიდხანს გამყვება.
დიდი მადლობა ბათუმის "დინამოს" ყველა წევრს, Black Sea Pirates - Dinamo Batumi Fan-Club და ყველა გულშემატკივარს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ამ ზაფხულს თქვენი გახარება ევროტურნირების მატჩებში, თუმცა
დარწმუნებული ვარ, ბათუმის "დინამო" გააგრძელებს წარმატებით წინსვლას და გაახარებს ქართველ ხალხს", - წერს დავითაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
ახლა რაც შეეხება ბათუმს სამწუხაროდ ბათუმი დატოვა თითქმის ყველა ლიდერმა ამ სეზონში და არავინ მოუყვანიათ რომ შევსეოთ ეს დანაკლისი ან ლეგიონერი ან ვინმე ქართველი რომელიც მიახლოებულადაც მაინც იქნებოდა იმ კლასის ვინც გაუშვევს მხოლოდ ვაწაძე დაიმატეს და მე ვერ ვხდები როცა გუნდის ხელმძღვანელობა გვეუბნება რომ გუნდს გაძლიერებენ და ყველა ლიდერს უშვებენ და არავინ მოყავთ ეს რანეირი გაძლიერება პირიქით ეს არის გუნდის დასუსტება დღეს ჩემი აზრით ბათუმს საქართველოს ჩემპიონობის შანსებიც შეუმცირდა იმენად დასუსტდა გუნდი.
ასეთი მიდგომით ჩვენ ვერაფერს ვერ მივაჰწევთ ევროტურნირებზე ვერასდროს და სულ ის შედეგი გვექნება რაც გვაქვს ბოლოწლებში.
წინ, საქარღველო!!!