მატჩის დღე! კვარაცხელია ისევ "სტადიო მარადონაზე" და მშვენიერ ხასიათზე...

AutoSharing Option
იტალიის სერია "ა"-ში მე-4 ტური მიმდინარეობს, რომელსაც დღეს, 31 აგვისტოს (22:45 სთ), ისევ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" შეხვედრა დაასრულებს. "სტადიო მარადონას" მიმდინარე სეზონში მე-2 სტუმარი ეყოლება, ამჯერად "ლეჩე".

ლუჩანო სპალეტის გუნდს, რომელიც ჩემპიონატის თანალიდერია, გასული შეხვედრა ჩაუვარდა, ფლორენციაში "ფიორენტინასთან" შეტევაში ვერაფერი გააწყო და უგოლო ფრეს (0:0) დასჯერდა. ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე, ნეაპოლელთა შემტევი ტრიოდან ქართველი ფეხბურთელი ყველაზე შესამჩნევი იყო და ირვინგ ლოსანო მშვენიერი პასით მოამარაგა. ხვიჩამ მაღალ შედეგიანობას შეგვაჩვია და ამ მატჩს მის აქტივში მაინც ვერ ჩავწერთ. ბრაზილიელმა მცველმა დოდომ "კვარას" წინააღმდეგ
თავი კარგად წარმოაჩინა.

2019-20 წლების სეზონში ამ გუნდების ორივე დაპირისპირება სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, ჯერ "ნაპოლიმ" ფერნანდო ლლორენტეს დუბლის წყალობით დიდი ანგარიშით (4:1) მოიგო, საკუთარ არენაზე კი დაძაბულ ბრძოლაში (2:3) დამარცხდა.

Sportall.Ge

"ლეჩეს" შემადგენლობაში ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონის, "ბარსელონას" ყოფილი მცველის, სამუელ უმტიტის დებიუტს ელიან. 28 წლის ფეხბურთელის ასეთი რეგრესი მართლაც სამწუხაროა. ბარონის გუნდი 4 მცველით ასპარეზობს, კვარაცხელიას მეურვეობა კი კიდევ ერთ ფრანგს, 22 წლის ვალენტინ გენდრაის დაევალება.

ევროპულ ფეხბურთში ძალიან დატვირთული პერიოდი იწყება, გუნდებს შეხვედრა ყოველ 3 დღეში მოუწევთ. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელების როტაცია ჩვეულებრივი ამბავი გახდება და შესაძლოა, მათ შორის "კვარაც" იყოს. ზუსტად ერთ კვირაში ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულს" უმასპინძლებენ, მანამდე კი ჩემპიონატში "ლაციოს" რომში ესტუმრებიან. ჯოვანი სიმეონემ "ნაპოლის" შემადგენლობაში ჯერ მხოლოდ 13 წუთი ითამაშა და 27 წლის შემტევს უფრო დიდი დრო მიეცემა.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ იტალიაში შთამბეჭდავად დაიწყო - 3 გოლისა და 1 შედეგიანი პასის ავტორია. მატჩისწინა ვარჯიშის ფოტოებში ხვიჩა მშვენიერ ხასიათზეა.

altროგორ ითამაშა კვარაცხელიამ? - როცა შენს ფლანგზე ბურთი იშვიათადაა...

მკითხველის კომენტარები / 19 /
ყველამ გაივიხაენოთ21 წლისანი რომ ვიყავით სად და რას ვაკეთებდით კვარა მ ისედაც იცის რომ მთელი ქვეყანა გულშემატკივრობს და კახურად ვიტყვი მაიტა რა ტვინს ნუგღარ მოუ...ნამთ ამ ბიჭს მასზე ნეტად არავის უნდა გოლის გატანა და ერთ თვე მაინც აცადეთ გაიხსნას ადამიანი, ის სირბანჯოები პასს არ აძლევენ და რაქნას ამ ბიჭმა მეტი. წარმატებები კვარააა და თავისუფალი ლაღი თამაში მისურვებია
Zhilina
21:12 31-08-2022
1
ეხლა ვნახე ბორდოს ჟირონდას განაცხადი ევროსპორტზე და ზურიკო დავითაშვილი შეყვანილი ყავთ!
ლიგა 1 ჯობდა, მაგრამ მაინც მიხარია ძალიან, წარმატებები ზურიკოს. მომავალ წელს ბორდოც და მიქაუტაძის მეცი ლიგა 1-ში გვენახოს!
არჩი
16:29 31-08-2022
0

სიახლეები პოპულარული