ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის", "მილანის" და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცი ფაბიო კაპელო Sky Сalcio club-ს გაესაუბრა, სადაც "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ხვიჩა კვარაცხელია? ნამდვილად გამორჩეული მოთამაშეა. ჩემმა ქართველმა მეგობარმა მის შესახებ მითხრა, რომ კარგი ფეხბურთელია და უნდა ვაღიარო, "კვარა" ბრწყინვალედ ასპარეზობს. "ნაპოლის" ხელმძღვანელობა მისი შეძენის გამო ნამდვილად ქებას იმსახურებს. ქართველს რაფა ლეაოს შევადარებდი. ნეაპოლელები წელს უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე შარშან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე დაკარგეს" - განაცხადა კაპელომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"100

ჯერ უკეთესი, ვიდრე ინსინიე" - "ნაპოლის" ქომაგები კვარას თამაშს აფასებენ

altნახეთ რა გაისროლა კვარაცხელიამ? [VIDEO]

altნეაპოლელი ბლოგერები ხვიჩას გოლზე გადაირივნენ [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 7 /
თვით მაესტრო ფაბიო კაპელომ შეაფასა ხალხო რამხელას ნიშნავს ეს და რა მაგარია.
გეგი
13:22 06-09-2022
0
რა რაფა ნეაო. ნუ აკნინებთ კვარას, არავითარი კვარადონა,კვარა კვარაა მსიფლიო ტალანტია! ყველას ჯობია დღეს და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იქნება მალე !! რა მესსი რაის პელე რისი რონალდო ან რა მარადონა. კვარა საუკეთესოა მსოფლიოში !!!!!!
გიორგი
22:56 05-09-2022
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული