"ჩაკვე" აქტიური იყო, "სლოვანი" "ჟალგირისს" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უეფას კონფერენს ლიგის პირველ ტურში ბრატისლავის "სლოვანმა" "ჟალგირისს" უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სლოვაკური გუნდი გააქტიურდა. მშვენივრად გამოიყურებოდა გიორგი ჩაკვეტაძე. გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

მეორე ნახევარში, 53-ე წუთზე, ჩაკვეტაძე მეკარის პირისპირ აღმოჩნდა, ქართველი შემტევის დარტყმის შემდეგ კი მეკარემ იყოჩაღა და გიოს გოლის გატანის უფლება არ მისცა.

საბოლოო ჯამში რა შეგვიძლია ვთქვათ "ჩაკვეს" თამაშზე? 70-ნომრიანი მაისურით მოასპარეზე ფეხბურთელი ტრადიციულად აქტიური იყო, ყველა შეტევაში ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას, თუმცა მოწინააღმდეგე თავს კარგად იცავდა.

ამრიგად,
"სლოვანს" 1 ქულა აქვს, კონფერენს ლიგის მეორე ტურის მატჩს 15 სექტემბერს, ერევნის "პიუნიკის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

altჩაკვეტაძის საუკეთესო თამაშის იმედი - ქართველები ევროტურნირებზე

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან დიდი მადლობა ვლადიმერ ვაის რომ წაიყვანა გუნდში ფეხბურთელი რომელსაც ფაქტიურად ორწელიწად ნახევარი წესიერად ფეხბურთი არ უთამაშია რაც დაბრუნდა არც გენტში და არც ჰამბურგში არ ჰქონია ნდობა და ვაისმა დიდი სიკეთე გაუკეთა ამ ბიჭს წაიყვანა და ამ ორ თვეში სათამაშო დროის თვალსაზრისით უფრო მეტი ათამაშა ვიდრე ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ქონდა ნათამაშები მე ნამდვილად არ მაქვს იმის ილუზია რომ სანაკრებო თამაშებისთვის ჩაკვე იქნება იდეალურ ფორმაში მაგრამ თუ ასე გაგრძელა და რაიმე პრობლემა არ შეექმნა (ღმერთმა დაიფაროს) ამ ტემპით თუ გაგრძელა თამაში ახალწლამდე კარგ ფორმაში ჩადგება იმედი მაქვს გოლების გატანასაც დაიწყებს უკვე დროა.
გოჩა
03:54 09-09-2022
0
დღეს ჩაკვე მომეწონა ნამდვილად კარგი იყო და იმედი მაქვს სანაკრებო მატჩებამდე კიდევ უფრო მოუმატებს აშკარად უფრო თამამად თამაშობს წარმატებებს ვუსურვებ.
ზურა
03:47 09-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული