რატომ არ ათამაშებს სპალეტი კვარაცხელიას ბოლომდე? - იტალიელი ჟურნალისტი განმარტავს

AutoSharing Option
ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ განმარტა, თუ რატომ ცვლის მეორე ტაიმში ყოველთვის "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას.

"სპალეტი შესანიშნავი მწვრთნელია, მაგრამ ვიღაცა მუდმივად ცდილობს მისი ავტორიტეტის შელახვას და უნდა, სხვებსაც დააჯეროს, რომ გუნდისთვის საზიანოდ მოქმედებს. ლუჩანო მართალია, ის ბრაზდება მაშინ, როდესაც ლაპარაკობენ, თითქოს ფეხბურთელებთან ცუდი ურთიერთობა აქვს.

თუ ყურადღებას მიაქცევდით, კვარაცხელია არასდროს თამაშობს ბოლომდე: მას 65-ე წუთის შემდეგ ცვლის და უფრთხილდება, როგორც ძვირფას ფეხბურთელს. მიზეზი? სპალეტი სტრესული ტრავმებისგან იცავს, რადგან ახალ ქვეყანაშია, იქამდე დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობდა, ასეთ დროს კი გადაღლისგან
კუნთის დაზიანება სავსებით შესაძლებელია. იცის რა, ეს რამდენად მნიშვნელოვანია, სპალეტი უფრთხილდება, რამეთუ შორს იხედება", - თქვა კარიელომ Campania Sport-თან.

მკითხველის კომენტარები / 26 /
სპალეტიმ იცის თავისი საქმე. ის ხვიჩასგან გააკეთებს უდიდეს ფეხბურთელს.
გია
13 სექტემბერი 2022 15:29
2
სპალეტის არ შეეშლება და ტყუილად არ გაიყვანს ფეხბურთელს.არ დაგვავიწყდეს ვარჯიშისას ხვიჩას სუნთქვის პრობლემა,რომ შეექმნა... ბიჭი სად თამაშობდა და სად წავიდა,ამიტომ უნდა შეეგუოს ნელნელა და ამიტომაც ცვლის! ყველაფერი მაგრად იქნება! ხვიჩა სწორედ ისეთი მწვრთნელის ხელშია პირველ ეტაპზე როგორიც ჭირდებოდა და ისეთ გუნდშია ტრამპლინისთვის როგორიც ჭირდებოდა!!! წარმატებები ქართული ფეხბურთის ერთადერთ იმედს!!!
ზურა
13 სექტემბერი 2022 11:39
2
მიქარავ ჯიგარო...ერთადერთს არა და ერთერთ მთავარს კი....ერთადერთი ღმერთმა ნუ ქნას
mirosan
13 სექტემბერი 2022 12:13
0
აბა რაა ძალიან სწორადაც აკეთებს ! მთელი სეზონი ჩაატარა ხვიჩამ იქეთ რუბინი აქეთ ნაკრები და ბათუმის დინამო და ადვილი შესაძლებელია გადაღლილმა კუნთებმა ვერც გაუძლოს ! უფრო მეტსაც ვიტყვი--კარგი იქნება რომ დაასვენოს ხოლმე ზოგიერთ თამაშზე-ჩვენ ხვიჩა ჯანმრთელი გვჭირდება წინ ნაკრების ორი თამაშია და ნაპოლი უფრო გვაინტერესებს თუ ნაკრები ?? ეს ნახევარი თვე როგორმე ჩაამთავროს ხვიჩამ და მერე მსოფლიოს ჩემპიონატის შესვენება იწყება (სულზე მოუსწრებს ეს შესვენება) ამას საახალწლო შესვენება დავუმატოთ და ფაქტიურად 3 თვიანი შესვენება გამოუვა და მერე თებერვლიდან დაიწყებს კარგად დასვენებული !
zura222
12 სექტემბერი 2022 23:54
2
სწორი გათვლაა. მას ამ სეზონში არ დაუსვენია და აეც სრუკყოფილი მოსამზადებელი ეტაპი გაუვლია, ამიტომ სწორია სპალეტი, რომ უფრთხილდება. იცის რა განძი ყავს მისი სახით.
გიზოგ
13 სექტემბერი 2022 11:50
0
სპალეტი საქმის პროფესორია. ხვიჩას აქვს უფლისგან ბოძებული ნიჭი, რომელსაც გაფრთხილება უნდა. სპალეტი ამას აკეთებს.
მეორე წრისთვის, მოსამზადებელზე, სრულ დატვირთვას მისცემს. მოამზადება ფიზიკერად, ფუნქციონალურად, დატვირთავს ანაერობულად და ხვიჩამ ამას აუცილებლად უნდა გაუძლოს! აი მერე სულ სხვა ხვიჩას ვნახავთ, ამაში დარწმუნებული ვარ! წინ ჩვენო ოქროს ბიჭო!!! წარმატებები!
G.A.L.
13 სექტემბერი 2022 14:07
1
ფიხიკურად უნდა იყოს ძლიერი ამისთვის დროა საჭირო შეხედეტ იმ ოსიმენს რეებშ სვება 90 წუთი დოღის ცხენივით დარბის და არ იღლება ეს არის თანამედროვე ფეხბურთი . რუსეთის ჩემპიონატი და მიტუმეტეს საქართველოს ჩემპიონატი ალბატ 40 წლით ჩამორჩება წამყვან ევროპულ ჩემპიონატებს. ხვიჩა ეხლა იწყებს კარიერას და ბევრი ოფლის დაღვრა მოუწევს თუნდაც შევჩენკოს დონემდე რო ავიდეს
aleko
12 სექტემბერი 2022 23:54
3
კარგი მწვრთნელია სპალეტი. ასეთი მრწვთნელი აკლდა ჩაკვეტაძეს. არა და ეხლა ორი ტოპ ფწხბურთელი გვეყოლებოდა ტოპ ლიგებში.
დათო
13 სექტემბერი 2022 13:19
2
ყოველ მეორე ტაიმში შეცვლა, ახლად მისული ფეხბურთელისთვის, ეს ცოტათი ფსილოგიურ სტრესს, ხომ არ გამოწვევს? ისე არ მოხდეს, რომ ხვიჩა ამის გამო დაიგრუზოს? ამაზე რა აზრის ხართ მეგობრებო?
თემო
12 სექტემბერი 2022 22:24
76
Pirikit ar daigruzeba memegoni pizikurad ar aris mzad 90 cuti rom itamashos da ae ylis nelnela mets itamashebs chemi azrit
Kutaisi
13 სექტემბერი 2022 02:08
0
შენ ხვიჩა არ უნდა გერქვას! შენთვის იმედა უნდა დაერქმიათ!!!
ზურა
13 სექტემბერი 2022 12:18
4
ხვიჩა რას ნიშნავს იცი? კაშკაშას
Suxumchanin
13 სექტემბერი 2022 16:54
0
mirosan რა გული დაგეწვა? სხვა რომელია ქართული ფეხბურთის იმედი? ხასიათის ფეხბურთელები რომ არიან? X5ბიჭები? შენ მართლა ნუ მიქარავ დღეს ერთია და სხვა რომ გამოჩნდება 2 იქნება!
ზურა
13 სექტემბერი 2022 14:40
1
თუ მართლა უფრთხილდება, მაშინ საერთოდ არ უნდა ათამაშოს!
პაპა
13 სექტემბერი 2022 14:02
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული