საიმანოვმა კომენტარი კვარაცხელიას სატრანსფერო თანხის მიღებაზე გააკეთა

AutoSharing Option
Матч ТВ-სთან ინტერვიუში "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

- "რუბინმა" ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლის გამო რამე მიიღო?
- იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ.

- ეს სოლიდარული გადასახადები იქნება?
- დიახ, მაგრამ იმედია, სხვა ფულიც იქნება.

- გულდასაწყვეტი იქნება, თუ ასეთი მოთამაშისათვის არაფერს არ მიიღებთ...
- დიახ, ახლა საერთოდ ბევრი რამაა გულდასაწყვეტი. ნუთუ საწყენი არ არის, რომ ჰაკშაბანოვიჩი დრეიერთან ერთად ჩვენთან არ არიან? ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გააკეთებ.

- ხვიჩა სერია A-ს გლიჯავს. გაკვირვებული ხართ?
- მე? გაიხსენეთ, როდესაც ის 19
წლის იყო, ჩვენ რაზე ვსაუბრობდით. ვლაპარაკობდით, რომ ევროპის ტოპ-დონის კარგ გუნდში ითამაშებდა. სწრაფია, აქვს დრიბლინგი და თამაშის აღქმა.

ახალგაზრდაა, კიდევ განვითარდება. სკოლის ჩანთა კარადაზე სულ ცოტა ხნის წინ შეაგდო და უკვე ასეთი ფეხბურთელია. ჩვენ მას ვგულშემატკივრობთ, მის მიმართ კარგი დამოკიდებულება გვაქვს. ხვიჩა კლუბში ყველასთან ყოველთვის კონტაქტზეა.

მკითხველის კომენტარები / 12 /

Es is kacia sul ro ambobda oficialuri winadadebit aravis moumartavso xvicaze axla izaxos oficialur araoficialuri didxans mouwevs lodini
0
რა დაიჩემეთ ეს თათრეთი? ვინც არ იბრძვის თავისუფლებისათვის, ე.ი აწყობს ის მდგომარეობა. არავითარ სხვაობას ვერ ვხედავ მათ და რუსს შორის. ორივე რფ-ეა. ისე რომ იცოდეთ დაღესტანი და ჩეჩნეთიც 70% არსებულ ხელისუფლებას უჭერს მხარს. ამას მილიონი პროცენტი ვამბობ! ისე ხვიჩა რომ არ გაეშვათ მოსკოვის ლოკომოტივიდან, მაშინ რას იტყოდით? უმადურობაც არ ვარგა და უნდა აღინიშნოს რომ პირველმა ვინც მისი ტალანტი აღმოაჩინა, უფრო სწორად მისცა სწორი მიმართულება მისცა. ეს არის იური სიომინი. აწი როგორი მწვრთნელებიც არ უნდა ჰყავდეს ხვიჩას. სიომინი მაინც პირველი იქნება. ხვიჩაც აფასებს ამას, რაც არაერთხელ აღუნიშნავს ინტერვიუებში
დავით 67
19:04 13-09-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული