გაგნიძე რუსეთიდან ვეღარ წავა - ლუკამ "დინამოსთან" შეთანხმება გააფორმა

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" გენერალური დირექტორის პაველ პივოვაროვის თქმით, გუნდის ქართველი ლეგიონერი ლუკა გაგნიძე კლუბს არ დატოვებს.

როგორც მან განმარტა, ჩვენებურმა რუსულ გუნდთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ის ფიფას მიერ მოცემულ შესაძლებლობას არ გამოიყენებს და "დინამოდან" არ წავა.

პივოვაროვმა კითხვაზე, საქართველოში უკმაყოფილონი არიან, რომ გაგნიძე რუსეთში თამაშობსო მიუგო, რომ ლუკას მათთან არ დაუჩივლია და სფფ-ის მაგივრად პასუხს ვერ გასცემს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ U21-ის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ თქვა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს, რასაც ვეტერანი ქართველი თავდამსხმელი
ზაზა ჯანაშია არ დაეთანხმა.

alt"ხომ არ გაგიჟდა?!" - ჯანაშიამ რამაზ სვანაძის განცხადებაზე რუსულ მედიასთან ისაუბრა

alt"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს" - U21 ნაკრების მთავარი მწვრთნელი

მკითხველის კომენტარები / 60 /
რატომ კამათობთ მაინც ვერ გავიგე.ითამაშებს მოსკოვის დინამოში მაღალ დონეზე ნაკრებს ყავს მწვრთნელი და თუ ჩათვლის საჭიროდ გამოიძახებს,არ ითამაშებს და არ გამოიძახებს.
კახა ქ.
18 სექტემბერი 2022 15:58
12
მე საქართველოს მოქალაქეს,რომელიც აფინანსებს ეროვნულ ნაკრებს, მაქვს უფლება მოვითხოვო გაგნიძის არ გამოძახება საქართველოს ოკუპანტი რუსეთის ჩემპიონატიდან, ეროვნულ ნაკრებში!!!!
!!
18 სექტემბერი 2022 15:35
17
რავიცი ამ ბავშვის ხარჯზე ხვიჩა იმდენი ლანძღეს . ერაძემ გაგნიძე მოიყვანა იმ გადაცემაში მაგალითად, აი როგორ წამოვიდა ეგრევე რუსეთიდან, როგორც კი ომი დაიწყოო, პატრიოტიაო და კვარა არ მოდის, ალბათ ფინანსური ინტერესები ამოძრავებსო . რა სიბინძურეები აბრალეს კვარას.
გაგნიძე ისევ უკან დაბრუნდა და კვარა სამუდამოდ წამოვიდა, თუმცა გაგნიძეზე სიტყვა არავის დაუძრავს და კვარას ყველამ გადაუარა.
ამას იმიტომ არ ვწერ, რომ გაგნიძეს ვინმემ გადაუაროს. არ მომწონს მისი რუსეთში ყოფნა, მაგრამ მხარდაჭერა სჭირდება ამ ბიჭს და არა ლანძღვა-გინება.
იქნებ ახლა მაინც ვისწავლოთ ჭკუა.
ყველა კვარასნაირი ძლიერი ვერ აღმოჩნდება კიბერ ბულინგის წინააღმდეგ.
!!
18 სექტემბერი 2022 15:26
2
არა გეგი შენ არ მოგმართავ.შენ რო მოგმართავენ იმას ვეუბნები ამას და კიდევ ახლა გაიგეს თურმე რუსეთი რო ოკუპანტი ყოფილა, საქართველოს რაც ომები ქონდა რუსეთთან უკრაინელი ფეხბურთელების ხმა მე არ გამიგია და არ არც უკრაინაში იყო ასეთი აჟიოტაჟი ჩვენ ომებზე.მე ვიძახი იმას რო გაგნიძე ნუ გამოყავთ განტევების ვაცი, რუსეთი რო ოკუპანტია ეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა იცის, რუსეთი ოკოპანტი იმიტომ გახდა ჩვენმა სულელმა მთავრობებმა უწინ ამაში ხელი შეუწყვეს რუსეთს, მაგალითად ნაცსექტამ და კიტოვანებმა 90-ატიანებში, ახლა გაგნიძისგან ითხოვენ დაღუპულების და იმ საწყალი ბიჭების, ვაშკაცი ბიჭების გაცოცხლებას და ტერიტორიების დაბრუნებას, იმ ხალხს მოთხოვეთ ჯერ პასუხი ვინც ან დღეში ჩააგდო საქართველო,გაგნიძე აქ არაფერ შუაშია, მერე კი რუსეთთან გავარკვიოთ ჩვენი მართალი საქმეები და რუსეთს მოვთხოვოთ პასუხი ისე როგორც შეგვიძლია.
SIMARTLES............
18 სექტემბერი 2022 15:15
12
წარმატებები შენ და გაგნიძეს რუსულ ჭაობში!!!
simartles
18 სექტემბერი 2022 16:23
10
არ შეიძლება რომ როგორც ხვიჩა და ზურიკო ჩამოვიყვანეთ ბათუმის დინამოში ეს ბიჭიც მასე ჩამოვიყვანოთ ან თბილისის დინამოში ან ბათუმში ცოტა ხნით და შემდეგ გავუშვათ ევროპაში? მართლა მაინტერესებს არავინ არის ისეთი ადამიანი ქართულ საფეხბურთო სირვცეში რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება? თუ ზურიკოზე და ხვიჩაზე გამოვიდა გაგნიძეზეც გამოვა და დარწმუნებული ვარ რომ გაგნიძეს ნებიმსიერი საშუალო დონის ევროპული ჩემპიონატის გუნდი წაიყვანს გინდა ბელგიური დანიური შვეიცარიული იქნებ მოხერხდეს ამის გაკეთება ამ ბიჭის ლანძღვის მაგივრად იქნებ გამოჩნდეს ხალხი ვინც მართა გააკეთებს საქმეს ამ ბიჭისთვის 18 წლის ბიჭია ჯეერ ისევ ბავშვია და გვერდში დგომა სჭირდება ქართველი ხალხის და არაა ლანძღვა ვაი პატრიოტების.
ზურა
18 სექტემბერი 2022 15:06
3
ხმამაღლა უნდა ეთქვა თუ არა ეს მეორე საკითხია, და განსჯას ექვემდებარება. მთავარში კი ვეთანხმები სვანიძეს. უბრალოდ მაშინ დგება საკითხი ფედერაცია როგორ ეხმარება ახალგაზრდებს ევროპის გუნდის მოძებნაში? გაგნიძე და ვარსკვლავებს მოხსნის და ნაკრებისთვის შეუცვლელი გახდება თუგინდ კამბოჯაში ითამაშოს.....
გუსანი
18 სექტემბერი 2022 15:03
4
სვანიძის განცხადების პასუხად მოხდა ეს ყველაფერი ჩემი აზრით არ იყო საჭირო ამაზე ლაპრაკი ყველამ კარგად ვიცით რუსეთი რაც არის და მწვრთნელის განცხადების გამო დავკარგეთ ეს ფეხბურთელი არ ვიცით რამდენი ხნით ჩემი აზრით არადეკვატური მოქმედება იყო ეს გაგნიძე უკრაინა რუსეთს ომში არაფერს შეცვლის და ვერც ჩვენი ფედერაცია ვერ უშველის უკრაინას და ზედმეტი ლაპრაკი მხოლოდ გვაზიანებს ისევ ჩვენ.
სხვათაშორის 2008 წლის აგვისტოს ომის დრო და შემდეგ უამრავი უკრაინელეი ფეხბურთელი თამაშობდა რუსეთში და არავის ქონია პრობლემა და 2008 წელსაც სააკაშვილმა დაწესა მზგავსი სანქცია რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებზე აღარავის იძახებდნენ ნაკრებში და ისევ ჩვენ დავზარალდით და საქართველოს ნაკრებს დაუდგა ზუსტად იმ კუპერის პერიოდი როცა ფსკერზე ჩამოვედით და ბოლოს მაინც დავიწყეთ ისევ რუსეთიდან ფეხბურთელების გამოძახება საკუთარი გადაფურთხული ავკოკეთ ისევ ასე რომ ბევრი ლაპრაკი ისეთ თემებზე რაც ჩვენ გვაზიანებს და სხვა არავინს არ ღირს.
ლევან
18 სექტემბერი 2022 14:41
11
გეგის.რას ქვია თავი დავანებოთო გაგნიძეს, ფედერაცია ხალხის ფულით ფინანსდებაო, მაგაში მართალი ხარ, მაგრამ გაგნიძის პირადი ცხოვრების განსაზღვრის უფლება ვინ მოგცა შენ, ან იცნობ საერთოდ, ან გაგნიძის პირადი სპონსორი როდსის გახდი, რო გაგნიძეს ასწავლი კლავიატურიდან ჭკუას,ამის უფლება გაქ შენ აბა დაფიქრდი,პრაიდის აღლუმებზე თუ გაქ მასეთი აღშფოთებული ტონი ძაან საინტერესოა,ნუ ვაი პატრიოტობთ და რაც მსოფლიოში ომები ხდება ნუ გინდათ რო გაგნიძეს მიაწეროთ ყველაფერი,ეგ ომები თუ გაინტერესებთ სწორე დემოკრატიას რო ქადაგებენ ვითომ და ხალხის ბედი აინტერესებთ ვითომ, სწორედ იმ ქვეყნების მიერ არის წარმოებული, ოღონდ ამას კარგად ფუთავენ და უკრაინის ვითომ ბედიღბალზე ზრუნვით ასაღებენ.ცოტა ტვინი გაანძრიეთ ბიჭო, დაანებეთ ამ პატარა ბიჭს თავი კლავიატურის ლომებო. არ დაბლოკოთ ეს ახლა არ დაბლოკოთ, თავისუფალო მედიავ.
SIMARTLES............
18 სექტემბერი 2022 13:54
11
რა მსოფლიო ომები?და რა პრაიდები?თქვენ ის ქართველები არა ხართ 2008 წელს სამაჩაბლოდან დევნილები სკოლებში და საბავშვო ბაღებში მერხებზე მწოლიარები ორი თვით რომ ვერ აგვიტანეთ?!თქვენ შეიძლება დაგავიწყდათ, მაგრამ ჩვენ არ დაგივიწყებთ,პატივისცემით სამაჩაბლოდან დევნილი!!
simartles
18 სექტემბერი 2022 15:08
6
რა მსოფლიო ომები???ოკუპანტი არის რუსეთი!! მოგიკლა შენი მოქალაქეები,წაგართვა და გადაგიწვა ქართული სოფლები და ახლა ამის "გაპრავება" გინდათ ვიღაცის ჩატარებული პრაიდით?!ყოჩაღ,მაგრად გიყვართ და გული შეგტკივათ დახოცილ და დევნილ თქვენ სისხლზე და ხორცზე!!!!!!!!!!!!!!!!!
ბექა
18 სექტემბერი 2022 14:36
4
ყველა გამოხმაურება
ბიჭოს თურმე რაამდენი პატრიოტი გვყოლია ქვეყანას,აწი რაღა გვიჭირს.ჩემი დედას ძახილით ხომ ამტკიცებთ ხოლმე ამ ყველაფერს. ხვიჩასაც ასე ასწორებდით მიწასთან ზოგზოგიერთები.საკუთარი თავიდან დავიწყოთ თითოეულმა აი ეგ სჯობს ჯერ.
გეგი
18 სექტემბერი 2022 13:49
10
სულ მალე პუტინი რუს გულშემატკივრებსაც და რუს ფეხბურთელებსაც ჯარში წაიყვანს. რა დროს რუსული ფეხბურთია?!
ქ. გ.
18 სექტემბერი 2022 13:45
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული