გაგნიძე რუსეთიდან ვეღარ წავა - ლუკამ "დინამოსთან" შეთანხმება გააფორმა

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" გენერალური დირექტორის პაველ პივოვაროვის თქმით, გუნდის ქართველი ლეგიონერი ლუკა გაგნიძე კლუბს არ დატოვებს.

როგორც მან განმარტა, ჩვენებურმა რუსულ გუნდთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ის ფიფას მიერ მოცემულ შესაძლებლობას არ გამოიყენებს და "დინამოდან" არ წავა.

პივოვაროვმა კითხვაზე, საქართველოში უკმაყოფილონი არიან, რომ გაგნიძე რუსეთში თამაშობსო მიუგო, რომ ლუკას მათთან არ დაუჩივლია და სფფ-ის მაგივრად პასუხს ვერ გასცემს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ U21-ის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ თქვა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს, რასაც ვეტერანი ქართველი თავდამსხმელი
ზაზა ჯანაშია არ დაეთანხმა.

alt"ხომ არ გაგიჟდა?!" - ჯანაშიამ რამაზ სვანაძის განცხადებაზე რუსულ მედიასთან ისაუბრა

alt"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს" - U21 ნაკრების მთავარი მწვრთნელი

მკითხველის კომენტარები / 60 /
მოგვწონს თუ არ მოგვწონს ფაქტია რომ დღევანდელი ნაკრების ორი ლიდერი კვარა და ზურიკო რუსეთის ჩემპიონატში განვითარდნენ, ჩემპიონატის დონე მაღალია ვიდრე ჩვენი. სანამ რუსეთში წავიდოდა ეტყობა დაინტერესება არავინ გამოიჩინა და უკან დაბრუნდა. სად ვთავაზობთ რომ წავიდეს? ფაქტია ძალიან ცუდია რომ რუსეთის ჩემპიონატში რომ თამაშობს მაგრამ გამოსავალი ხო უნდა იყოს, რა ქნას ინდივიდუალურად მოემზადოს? ამ სიტუაციაში გაგნიძის გაკიცხვა მარტივია აი გამოსავალის მოძებნაა რთული. იქნება ეროვნულ ნაკრებში ვათამაშოთ გიბრალტართან ან სხვა ამხანაგურ თამაშებში და ამით ევროპული კლუბები დავაინტერესოთ. არაა ლუკა დასაკარგი ფეხბურთელი არანაირად.
zaza
18 სექტემბერი 2022 11:42
13
ეგ ხელოვნურად შექმნილი "ფაქტი" არის იძულებითი სიყალბე რადგან რუსეთში ჩაათრიეს ორივე მამუკა ჯუღელის ოპერატიული საქმიანობით როცა კვარაცხელია დორტმუნდს და ლევერკუზენს მანამდე. უბრალოდ მისი მამა ბადრი კვარაცხელია ჯუღელის ძმაკაცია და მხოლოდ მაგიტომ გადაწყვიტეს ხვიჩას წაყვანა რუსეთში. ასე რომ ჩათ***ხ რუსებს გაუმართლათ, და შენ კიდე იძახი თითქოს პირიქით იქეთ ვალში ვართ ვითომ რუსებთან რამეში და სხვაგან ვერ გაიზრდებოდა თითქოს უკეთესად ევროპაში. რაო, შენ მართლა გჯერა რომ რუსეთში უკეთესად გაიზრდებოდნენ ვიდრე ევროპაში? სად დორტმუნდი და სად რუსეთი, პირიქით რუსეთში წლები დაკარგეს!!! თან ოქროს წლები და წესით ეხლა ბევრად მაღალ დონეზე უნდა იყვნენ ევროპაში რომ ყოფილიყვნენ ხვიჩაც და იგივე დავითაშვილი!!! გაგნიძე კი იტალიელებს უნდოდათ იტალიური სტატიე იწერებოდა მაგაზე იტალიაში ჩაიყვანეს ვაბშე იქ იყო ჩასული და იქ დახვდნენ რუსები იქ შესთავაზეს კონტრაქტი იქიდან აახიეს იტალიელებს. რომ იძახი აქ არავის უნდოდაო ტყუილი და რუსულ პროპაგანდას ემსახურები. გგონია გადაავიწყდა ვინმეს ეგ ამბები და ქარგავთ ეხლა რუსულ "იდეოლოგიას," თან ვითომ "ფაქტია" ვითომ რუსეთის გარდა სხვა ვარიანტი არა გვაქვს რუსების გარდა არავის ვუნდივართ და რუსეთის გარდა ვერსად ვერ გაიზრდება თურმე ქართველი(!!!). არადა ეს შენი რუსეთი არავის არ გაგიზრდის პირიქით წართმევაზეა თავისთვის იზრდის თავისთვის უნდა ყველა [სხვისი] ტალანტი. და ზუსტად მაგას იძახის რომ მე თუ გავზარდე ესეიგი მე მეკუთვნის! ხვიჩაზეც გაბედეს მაგის თქმა რომ ჩვენ გავზარდეთო და რუსეთის ნაკრებში უნდა ითამაშოსო. რა ომი დაგვჭირდა ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან, და ეხლა შენ კიდე ასე ლამაზად და უტიფრად იძახი " აი რუსეთში გაიზარდნენ ფაქტია ვაღიაროთ მოგწონთ თუ არ მოგწონთ და კიდე გავაგზავნოთ ჩვენი ტალანტები რუსეთში" კერპთაყვანისმცემლობა კერპებზე შეწირვა ბავშვების. ამიტომ თქვენ, მოგწონთ თუ არ მოგწონთ დედა ეტირება მალე აღარ გეყოლებათ რუსეთი და რუსული ფეხბურთი. რუსეთის გარეშე პირდაპირ ევროპაში წავლენ და ევროპულ აკადემიებში გაიზრდებიან ჩვენი ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდები და ისე გადაგივლით ერთხელ და სამუდამოდ ფეხბურთში
მესხი. ქართველი
18 სექტემბერი 2022 12:47
4
რას შვები პატრონი არგყავს რჩევისთვის დიდი ხანია გავიგეთ, მარა რაღაცაზე შენც დაფიქრდი სად ხარ რომელ ქვეყანაში ხარ ხოუნდა მოტვინო. ან ხელს რას აწერ რატო გთავაზობენ ღირსი ხარ მაქ ჩალპობის არ მენანები დრო გქონდა მარაა...
giorgi 12
18 სექტემბერი 2022 11:38
7
და შენ გყავს კლავიატურის ლიომო?ისა და დენს რომელი ქვეყნიდან ღებულობ ვერ მეტყვი?რატომ იყენებ მათ ელექტრო ენერგიას და კიდევ არ ჩამოვთვლი რამდენ რამეს?აა შენთვის შეიძლება ხომ.სანამ სხვისკენ გაიშვერ თითს ჯერ საკუთარ თავს მიხედე.
ეჰჰ
18 სექტემბერი 2022 12:41
13
Darwmunebulivar ragac sisuleles ambobs rusi rom es bichi sheazizgos qartvel xalxs,me ar mjera rom maset rameze iqneba xeli mowerili...
Givi
18 სექტემბერი 2022 11:22
2
ეგდოს მერე მაგ რუსეთში ღირსია ყველაფრის მერე დაავერბოვკეთ და გამოუშვით დედა რუსეთის სიყვარულით
giorgi 12
18 სექტემბერი 2022 11:13
20
შენ გეტყობა რომ არაფრის მაქნისი არ ხარ და სხვის ცხოვრებაში აფა|თურებ ხელებს რომელსაც ცხოვრებაში არაფრისთვის მიგიღწევია.
I
18 სექტემბერი 2022 12:15
9
სამწუხაროდ შპს-ებსა თუ ყველა დანარჩენ სფეროში მფლობელი იღებს შემოსავლების უმეტესობას და არა დასაქმებული და მათი შემოსავლების შეფარდება ისე ჩანს, როგორც ანდრომედას გალაკტიკა და დედამიწა! მაშინ როდესაც შპს-ს უფროსი ვენეციაში ისვენებს, დაქირავებულს საკუთარ სამშობლოში დასვენების არც დრო და არც საშუალება არ გააჩნია. ქვეყანაში შრომის კანონი მხოლოდ ქაღალდზეა. ასეა ეროვნულ ლიგაში. კაცს რუსეთსი 10-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს და ამ დროს გადაწყვეტილების მიღება მისთვის რთულია, პიროვნებაა და ყველას თავისი თავი ეყუდვნის, თუმცა შეეძლო ეროვნულ ჩემპიონატში თამაში და გაისად, 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავს გამოიჩენა და კარგ კლუბშიც გადავიდოდა. იმედია ნაკრებში მაინც დაუძახებს მწვრთნელთა შტაბი.
ლაშა
18 სექტემბერი 2022 10:59
9
რუსეთის არმიაშიც 10ჯერ მეტი რომ შესთავაზონ ქართველი ბავშვების დახოცვისთვია უნდა წავიდეს? შენნაირები ფულით რო ზომავენ ყველაფერს იმიტო არიან კარგად, არც ფული ექნება შენნაირ კაცს არასდროს, არც წარმატება და არ სიყვარული. ფულის მონავ
Gia
18 სექტემბერი 2022 11:25
8
1. ბავშმა თუ უკანონო ქაღალდის ფურცელს მოაწერა ხელი, ამას კარგი ადვოკატები უპრობლემოდ გამოასწორებენ.
2. რომ არ დაბრუნდეს რუსეთში, რუსები სად უჩივლებენ? ფიფას მიმართავენ პროტესტით?
ქ. გ.
18 სექტემბერი 2022 10:57
4
იმათ ძველი კონტრაქტების შეჩერების საშუალება მისცეს,ამან კი,ახალი კონტრაქტი გააფორმაო და მანდ შეწყვეტის უფლება რატომ იმოქმედებს?თუ ძალით მოაწერინეს ხელი,გაპროტესტების უფლება ექნება,ალბათ,მაგრამ ძალით მოაწერინეს?არა მგონია.
სოსო
18 სექტემბერი 2022 22:30
0
სამწუხარო რეალობა ის არის რომ მიუხედავად რუსული ფეხბურთის სანქციებისა და ყველაფრიდან მოკვეთისა მაინც ჩვენს ჩემპიონატზე გაცილებით წინ არის რუსეთის ჩემპიონატი და ეს ძალიან დასანანია.
აკო
18 სექტემბერი 2022 10:43
22
ჩვენზე მაღალი დონე იქნება, ჩვენზე 100 ჯერ მეტი დაფინანსება აქვთ და ზიან პირდაპირ გაზპრომზე. მაგრამ ჩვნი ჩემპიონატი არაფერი შესადარებელია,მაინც დაბალი დონეა რუსეთი და აგერ კვარაცხელიამ ფრთები გაშალა ეგრევე იტალიაში.
გიორგი
18 სექტემბერი 2022 11:00
5
წამმოსულიყო რომელიმე დინამოში მერე?! მაგრამ ფული რო ჯოჯოხეთს ანათებს რა ვუყოთ? ფული კი ნიფხავგამოხეულებს როგორც წესი არა აქვთ, სამაგიეროდ ჯიპები ყავთ განვადებით ნაყიდი!...
ლაშა
18 სექტემბერი 2022 10:24
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული