კვარაცხელიამ ისევ მოიპოვა პენალტი - "ნაპოლიმ" გასვლაზე "მილანს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეშვიდე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „მილანი“ 2:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი ორივე გუნდიდან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

თავიდან ინიციატივას მასპინძლები დაეუფლენ და ჟირუს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, თუმცა სტუმრებს ბურთის დაჭერა და მომენტების შექმნა უჭირდათ.  კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, უეხეშებოდნენ და პირველ ტაიმში კიაიერსა და კალაბრიას ყვითელი ბარათები მიაღებინა.

შესვენების შემდეგ მწვრთნელმა პიოლიმ ორივე შეცვალა (დესტით და კალულუთი), მაგრამ ქართველის შეჩერება ვერც მათ ვერ შეძლეს - დესტმა საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა ვიდეოგმეორების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც
პოლიტანომ გამოიყენა. თან "ბარსელონადან" იჯარით აყვანილმა დესტმა ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

„როსონერიმ“ მწვავე იერიშებით უპასუხა და ჟირუმ ანგარიში გაათანაბრა. 78-ე წუთზე კი სიმეონემ თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა. კვარაცხელია 87-ე წუთზე შეცვალეს.

"მილანი" ბოლო 23 მატჩში პირველად დამარცხდა "ნაპოლისთან" - აქამდე 15 შეხვედრაში იმარჯვა და 7-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

„ნაპოლი“ 17 ქულით ლიდერია და 1-ელ ოქტომბერს „ტორინოს“ უმასპინძლებს.

მილანი. „სან სირო“
მილანი - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 პოლიტანო (55, პენ), 1:1 ჟირუ (69), 1:2 სიმეონე (78)

მკითხველის კომენტარები / 79 /
მოკლედ ეს სეზონი უნდა ჩაამთავროს უტრამვოდ და შემდეგ სეზონში სადმე ისეთ დიდ გუნდში უნდა გადავიდეს სადაც სრულ თავისულფებას მისცემენ.

ასეთი მონსტრი რომ გყავს და მხოლოდ ერთ ფლანგზე რომ ათამაშებ და კიდევ თანაგულდელები რომ არ ცდილობენ მასზე თამაშის აგებას რავი..

ვერც თვითონ იღებეს თამაშიდან სიამოვნებას და ვერც თვითონ.
რიკი
19 სექტემბერი 2022 09:15
3
აი ვკითხულობ მესიჯებს და უმეტესობა ან ბავშვები ხართ ან გაგებაში არ ხართ ფეხბურთის, პროფესიონალიზმის. რას ნიშნავს მოედანზე სრული თავისუფლება? ნინიას ბაღია?
ჯაბა
19 სექტემბერი 2022 15:04
0
სრულ თავისუფლებას, არავინ არ მისცემს არსად პროფესიულ ფეხბურთში. პელეს დრო კი არ არის ან სოფლის ტურნირები. მესის ქონდა ბარსაში სრული თავისუფლება ერთი, ისიც ბოლოს ძალიან, რომ დაერხათ...
ზურა
19 სექტემბერი 2022 15:02
0
მოპოვებულ პენალტზე უფრო მნიშვნელოვანი ხვიჩასთვის ის გაქაჩვა - გამოქაჩვა იყო - უნდა აგრძნობინოს გარეულსაც, და უფრო მნიშვნელოვანია შინაურსაც, რომ თავს არ დააჩაგვრინებს. თამაშის კუთხით სპალეტის სქემაში თითქმის ბოლომდე ჩააჯდა. დრიბლინგები შეიძლება ბევრი აღარაა მაგრამ სარგებელი ბევრია მეტად. ის შიში რომ პირველი თამაშების მერე დაამუღამებდნენ მის თამაშს და გაუჭირდებოდა (ისე როგორც რუსეთში ბოლოს, როგორც ბულგარეთთან თბილისში) არ გამართლდა. ეს სპალეტის დამსახურებაცაა.
gogi
19 სექტემბერი 2022 08:57
2
ხვიჩას გარეშე მგონი ერთი საშუალო დონის გუნდია ნაპოლი და უფრო მეტის გაკეთების საშუალება უნდა მისცენ. თითქოს ამუხრუჭებენ გუნდში და ესეც ბევრს არ იღებს თავზე.
odala
19 სექტემბერი 2022 08:57
2
გეთანხმები....და ეგ სრაზუ გამოჩნდება, რიგორც კი გადავა კვარა მაგ საჯოგეთიდან!
mirosan
19 სექტემბერი 2022 14:46
0
ეს უმაღლესი დონეა მეგობრებო. ასეთ დონეზე უკვე ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს. ხვიჩა დღეს ერთ ერთი საუკეთესო იყო მიუხედავად იმისა რომ ბევრი გაბრწყინება არ ჰქონდა. პენალტს რომ თავი დავანებოთ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ამ თამაშის მოსაგებად. ამას ბევრი ვერ შეამჩნევდა
ქართველი
19 სექტემბერი 2022 08:54
1
ზერბინი წყლით ისწორებდა თმებს იყენებდა შესვლამდე.როგორც ჩანს რო არ გაციებულიყო ბოლომდე კარგად აღარ ზდია და გოლიც მიიღეს.
35
19 სექტემბერი 2022 07:36
1
კვარაცხელიას მთავარი თვისება არის ის რომ შეუძლია მატჩზე ზეგავლენა და შედეგის დადება.
აი ამით გავს მარადონას.
Las
19 სექტემბერი 2022 05:50
3
მიუხედავად ცალკეული შეცდომებისა,რომელიც ყველას მოსდის,ხვიჩამ მისი საქმე გააკეთა და შედეგიც დადო. ბრავო!!!
ჯუჯი
19 სექტემბერი 2022 04:54
1
Super politanom, super fexit, superpenalti gaitana........

Es ukve metismetia, realurad titqmis yvela tamashis beds xvicha wyvets da es boghma tanagundelebi pass mashin adzleven 3 kaci fexze rom azis, an she oxero sawyal penalts rom gaitan aghnishvnis dros sheaqe mainc penaltis mompovebeli da tamashis realuri momgebi. Axla ar damiwyot spaleti geniosia da egetebi, tamashebs xvicha ighebs romelic shebochilia da romelsac pass ar adzleven... ager naxavt sanioltan rogori gaxsnili iqneba da aiklebs makedonias...
Midi kvara
19 სექტემბერი 2022 04:35
1
ხვიჩას მოგებას ვულოცავ. რაც შეეხება თამაშს. არ მომწონს ნაპოლის გუნდურობა. კვარაცხელიას პასს არ აძლევენ. იყო ბევრი ისეთი მომენტი როცა საჭირო იყო კვარაცხელიაზე პასის მიცემა მაგრამ არ მისცეს
მორიელი
19 სექტემბერი 2022 04:33
0
პოლიტანო დაღუპავთ ერთ დღეს ლიგაზეც და მილანთან აშკარად გაუმართლა პენალისტი ორჯელ ეგრე არ უნდა ურტყამდეს.ხვიჩამ კი აქაც გადაწყვიტა თამაშის ბედი რომ არა ხვიჩას მოპოვებული პენალტი დარწმუნებული ვარ წააგებდა ნაპოლი სპალეტიმ ვერ გაბედა ადრე გაყვანა გაუხსნიდა მილანი ფრთებს.ასევე გარდამტეხი იყო ორი ყვითელი ბარათის აკიდება თან რა მცველისთვის გაწიტლების შეეშინდათ მილანს თითქოს არაფერი მაგრამ ასეთი წრვილმანებისგან შედგება ფეხბურთი
ზვიადი
19 სექტემბერი 2022 03:51
1
პენალტის გარდა ხვიჩა იყო ნული, ეგრე თუ გააგრძელა საშუალო დონის ელმასივით გახდება
lex
19 სექტემბერი 2022 10:09
38
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული