ანდრონოვი: შემდეგი საქართველოს ნაკრებში მარადიშვილი იქნება

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა საფეხბურთო კომენტატორმა ალეკსეი ანდრონოვმა საბა საზონოვის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებაზე თავის ტელეგრამ-არხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და ივარაუდა, რომ ამას მოსკოვის "ლოკომოტივის" 22 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილიც გააკეთებს:

"რაც მოხდა, აქ კითხვები არ არის (ნორმალური ადამიანებისთვის), მაგრამ არის კითხვა იმასთან დაკავშირებით - როგორ.

ის, რომ "დინამოს" მცველი საბა საზონოვი საქართველოს ნაკრების ვარიანტს განიხილავს, მე ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს მოვისმინე. ინსაიდერებმა არ დამაღალატეს.

რაც საზონოვმა გააკეთა - აბსოლუტურად გასაგებია. მან საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღო. ამის უფლება ჰქონდა. რუსეთისაზე უარი თქვა.
ამიტომ მოცემულ მომენტში მისი ფასი 0-ის ტოლია (გავიმეორებ, მე სპორტულ და ფეხბურთზე). ზღვასთან ამინდის ლოდინს აზრი არ აქვს. ის არ იქნება - ამინდი. ევრო 2024 არ იქნება. ბოსნიასთან მატჩი 95%-ით არ იქნება. თვით ყირგიზეთთანაც პრობლემაა... ფეხბურთელმა კი უნდა ითამაშოს. ნაკრებში, მათ შორის. მით უმეტეს, საქართველო ერთა ლიგის ცეცხლშია (10 ქულა 4 მატჩში) და ხვიჩა კვარაცხელიას მეთაურობით შესანიშნავი ახალგაზრდა თაობა ჰყავთ.

მაგრამ არის კითხვა იმის თაობაზე, ეს ყველაფერი როგორ გაკეთდა. ნუთუ არ შეიძლებოდა მწვრთნელისთვის დაერეკა? თუ თავად საბას არა, მის აგენტს. რა არის ამაში დასაძრახი? სრულიად უადგილო რეპუტაციული დანაკარგი...

P.S. შემდეგი, ჩემი მონაცემებით - მარადიშვილი..."

მკითხველის კომენტარები / 21 /
საზონოვის არჩევანი გამიხარდა. მაგრამ მარადიშვილზე რა გითხრათ, საბა რომ მამით რუსია, მასაც კი იმდენად უყვარს დედულეთი, ენას მაინც ფლობს და კავშირს არ წყვეტს მეორე სამშობლოსთან და ამიტომ საბა უფრო მეტი ქართველი მგონია ვიდრე კონსტანტინი, მიუხედავად გვარებისა :) მაინც წარმატებები, თუმცა ამდენი თხოვნის შემდეგ არც უნდა ეცადო გადმობირება, მენტალურად ვერ იქნება კონსტანტინი მზად რომ ქართული კვართი ატაროს ზედ ეტყობა რომ რუსეთის იქით არ გაიხედავს და თუ რამე გამოახედინებს ეგაც რუსების ჩახსნაა ევროასპარეზიდან, ამაში კი გულწრფელობას ვერ ვხედავ. აი ღმერთმა ქნას ვცდებოდე მარადიშვილზე.
1
მის ინსტაგრამზე შედით და ნახეთ რუსეთის დროშები უყენია და ერთი ფოტო არ აქვს საქართველოსი,არც არის ნამყოფი მგონი საქართველოში, მიუხედავად იმისა რომ საბა საზონოვი რუსულ გვარს ატარებს ის უფრო დიდი ქართველია,ვიდრე ქართული გვარის მარადიშვილი!!!!!
ირაკლი
23:46 20-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული