"ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ფეხბურთელთან მუშაობა მომიწია" - "რუბინის" დირექტორი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
"რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ Metaratings-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" თამაში შეაფასა:

"როდესაც ხვიჩას თამაშს ვუყურებ, მხოლოდ წარმოუდგენელ სიხარულს განვიცდი. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ფეხბურთელთან ორი წელი მუშაობა მომიწია. ლეონიდ სლუცკი განსაკუთრებულად გახარებულია, რომ მის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო. ეს მწვრთნელის მუშაობის ნაწილია.
მახსოვს "რუბინში" მისი პირველი ვარჯიში. 2020 წლის იანვარი იყო, შეკრება თურქეთში. ოთახში სლუცკისთან, რუსტემ საიმანოვთან და მამუკა ჯუღელთან ერთად ვიყავით. სლუცკიმ პირველი ვარჯიშის შემდეგ თქვა, რომ ამ ადამიანს "ჭერი" არ აქვს.

"შესაძლოა, "რუბინში" მხოლოდ იმისათვის ვიმუშავებ, რათა
მისგან ტოპ-ფეხბურთელი შევქმნა", - ამბობდა მაშინ ლეონიდ ვიქტორის ძე".

მკითხველის კომენტარები / 17 /
რუსია ამერიკელია თუ თურქი ადამიანი ყველგან ადამიანია!!! თუ დაიბადე ადამიანად ვერ ეროვნება შეცვლის და ვერც რელიგია!!! არცერთ ქართველ მწვრთნელს არბუქია ხვიჩა ისე როგორც იომინმა და სლუცკის აწი. ის კი არა დინამომ საერთოდ რუსთავში იჯარით გაუშვა!!! და რომ არა ის დამპალი რუსეთის ჩემპიონატი შეიძლება აქ დაელოდა ბუცები ან ბელგიაში:( რაც დასაფასებელია უნდა დავინახოთ. დიდება საქართველოს ჯანმრთელობა ხვიჩას.
ბოკინიო
03:06 22-09-2022
0
კაცმა თქვა, ხვიჩას შეცდომის უფლებას ვაძლევო,რადგან თავისი უნარები ბოლომდე გამოავლინოსო,მეტი რაღა გინდდა.
ზვიო
22:59 21-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული