"შესაძლოა, მან საბაზე ერთგვარი ზეწოლა მოახდინა" - კავაზაშვილი საზონოვის ქართულ არჩევანზე საუბრობს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა, საბა საზონოვის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. როგორც იცით, მოსკოვის "დინამოს" მცველმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

"ბიჭი ორ მხარესაა - საქართველოსა და რუსეთს შორის... მისი გამზრდელი დედა ქართველია. შესაძლოა, დედამისის მხრიდანაც იყო ერთგვარი ზეწოლა, რომ საბას საქართველო აერჩია...

რატომ? - რუსეთის ნაკრები დიდ ტურნირებზე კიდევ დიდხანს იქნება მოკვეთილი, ქართველებს კი მსგავსი პრობლემა არ აქვთ", - ამბობს კავაზაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 13 /
კავაზაშვილმა თქვა რომ, მე ვარ გარუსებულიო. გარუსებული ქართველი რუს შოვინისტზე უარესია.
კახელი
21:08 21-09-2022
4
კავაზაშვილს ცუდი წარმოდგენა ჰქონია საბაზე და მის ოჯახზე. ის უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა და თავად შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება. არც მშობლები ჰყავს ზეწოლის გამკეთებლები. ზეწოლას ჰგავს რუსეთის ზოგიერთი სპორტული ფუნქციონერის გამონათქვამები.
დო მაჟორი
18:27 21-09-2022
3

სიახლეები პოპულარული