გაირკვა რამდენი მიიღო "რუბინმა" კვარაცხელიას ტრანსფერში

AutoSharing Option
"რუბინის" ხელმძღვანელობა არ ამხელდა, რამდენი მიიღო "ნაპოლიში" ბათუმის "დინამოდან" გადასულ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში. ყაზანური კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ამბობდა, რომ იმედია რაღაც თანხა მათაც შეხვდებოდათ. თუმცა, ცხადი იყო, რადგან პრეტენზიებს არ გამოთქვამდნენ, უკმაყოფილოები არ იყვნენ.

Transfermarkt-ი იტყობინება, რომ "რუბინმა" 8 მილიონი ევრო მიიღო. ნეაპოლურმა კლუბმა ხვიჩა 10 მილიონად შეიძინა და დარჩენილი 2 მილიონი, ალბათ, ბათუმის "დინამომ" და შუამავლებმა მიიღეს.

ადრე "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ "კორიერე დელო სპორტს" განუცხადა, რომ ხვიჩას ტრანსფერში თავიდან 30 მილიონი მოსთხოვეს და მაშინვე შეწყვიტეს
მოლაპარაკება, შემდეგ კი მისი შეძენა 10 მილიონად შეძლეს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ეს ფული ეკუთვნოდა რუბინს ბევრი გააკეთეს ხვიჩასთვის და ხვიჩა რა მაგარი კაცია კაცურად გადაუხადა ამ თანხით რუბინს ის დამსახურება ლოკომოტივის დუბლებიდან წამოიყვანეს ძირითადში დააყენეს ამით დაეხსნა რუსეთს მშვიდებით რუსეთო
Soso
00:51 28-09-2022
13
Თავიდან იყვნენ მოლაპარაკებული,რომ 8 მიიᲦებდნენ და იმიტომ გამოუᲨვეს,რაც არის არის,ხვიᲩას წარმატებები.
გადადექი
23:04 27-09-2022
1

სიახლეები პოპულარული