ჩერჩესოვი: კვარაცხელიას იტალიურ კლებებთან რეკომენდაცია 2019 წელს გავუწიე

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა და "ფერენცვაროშის" ამჟამინდელმა მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა "სპორტ-ექსპრესთან" განაცხადა, რომ 2019 წელს ხვიჩა კვარაცხელიას რეკომენდაცია იტალიურ კლუბებში გაუწია:

"თავის დროზე მეგობრებმა დამირეკეს, რომლებიც იტალიურ კლუბებში მუშაობენ და მკითხეს: რუსეთის პრემიერლიგიდან ვის შეუძლია სერია A-ში ითამაშოს? მე ვუსპასუხე - ხვიჩა, თუმცა ჯერ კიდევ "ლოკომოტივში" იყო (2019 წელს) და შეცვლებზე შედიოდა. ძალიან გაუკვირდათ, მაგრამ როგორც ვხედავთ, ახლა "ნაპოლიში" თამაშობს.

ჯერ კიდევ მაშინ, მოედანზე იმ წუთების განმავლობაში, რასაც იღებდა, ავლენდა განსაკუთრებულ უნარებს. ვიცოდი რა, თუ რა ფასობს იტალიაში, ეს გვარი დავასახელე. მართალი
გამოვდექი.

ბიჭის გამო გახარებული ვარ - ნიჭი ეს ერთია, იმისათვის კი, რათა ასეთ დონეზე თავი წარმოაჩინო, ხასიათია საჭირო და შედეგზე მიზინმიმართულება. ხვიჩას ეს აქვს, იმედია, რომ ეს ყველაფერი ორი-სამი წელი კი არა, ათწლეულები გაგრძელდება. ღმერთმა ქნას, კვარაცხელიამ "ნაპოლიში" მარადონას გზა გაიაროს".

მკითხველის კომენტარები / 20 /

"სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში სტოროჟ ძიაძია ვასიამ განაცხადა, რომ 2018 წელს სტანისლავ ჩერჩესოვზე ადრე გაუწია რეკომენდაცია ხვიჩას.
ქ. გ.
30 სექტემბერი 2022 01:44
0
ის გამახსენდა, თუ წარმატებული კაცი გამოხვედი, ყველა რო იძახის,ჩემ ხელში ხარ გაზრდილი,ჩემ ხელში გაიარე მთელი ბავშობა(განსაკუთრებით თუ სოფელში ჩახვედი)
კახა ქ.
29 სექტემბერი 2022 22:23
1
შენ გენაცვალე კვარა! კვარა ჩვენი სიამაყეა, უფალი ფარავდეს. დადგა დრო როცა მისდამი ნასროლი ტალახის ჭამა დაიწყეს ყველამ ეს ის ხალხია ვინც უმიზეზოდ აკრიტიკებდნენ როცა იქ თამაშობდა
ირაკლი
29 სექტემბერი 2022 22:21
3
ირაკლი შე ნაციონალო, ტყუილად ნუ წერ რომ კვარაცხელიას ან ვინმე ქართველის წარმატება გიხარია. მალე დავუბრუნდებით ჩვენს ბუდეს რუსეთის სამოკავშირეო სამყაროს მერე ნახეთ წარმატებები. გარეჯს აფხაზეთს ოსეთს და იდევ ევრ ტერიტორიას დაგვიბრუნებს ბატონი პუტინი, უყურეთ ტვ სეზონს რომ სიმართლე გაიგოთ, სულ მთლად არ გალიბერალდეთ
ნიკოლოზ მჟავანაძე
30 სექტემბერი 2022 00:01
9
მეც ძალიან მიხარია, რომ უკან მიაქვთ თავიანთი ნასროლი ტალახი და ვიცოდი ეს დრო აუცილებლად დადგებოდა.
დღეს შემთხვევით ამომიგდო ძველი პოსტები და კიდევ ერთხელ შემრცხვა იმ ვითომ გულშემატკივრების, მის ნაკრებიდან მოკვეთას რომ ითხოვდნენ, რადგან მისი რუბინიდან წამოსვლის პროცესი დროში გაიწელა.
როგორ ამცირებდნენ, ნაკრების თამაშებზე ყველამ დავუსტვინოთო აორგანიზებდნენ და მისი ნაკრებიდან გაგდება მოვითხოვოთო.
ნეტა რატომ არ გამიგია ამ კლავიატურის ლომების სტვენა კვარას მისამართით?
ვისაც მივწერე ყველამ წაშალა კომენტარები. ძალიან კარგადაც ხვდებიან როგორ მიჰქარეს და ამაში ყველა სპორტული გვერდი ხელს უწყობდა, რეიტინგის გამო ისეთ პროვოკაციულ სათაურებს ადებდნენ კვარას ფოტოებს, რომ ხალხს რაც შეიძლება მეტი სალანძღავი კომენტარი დაეწერა. ეგ არასდროს დამავიწყდება, კვარას შეიძლება თმენის ვალდებულება აქვს და არასოდეს არავისზე იტყვის აუგს მაგრამ ადეკვატური გულშემატკივრები ხომ ვხვდებით და გვახსოვს რა და როგორ იყო?
ერთადერთი ეს სპორტული საიტი იყო, სადაც იმ საშინელ დღეებში კვარას დასაცავი პოზიცია გააჟღერდა ხმამაღლა და ერთი ის გადაცემა იყო, სადაც ქეცბაიამ დაიცვა კვარა, სხვა ყველა საიტებიანად და გავლენიანი ხალხიანად ან მის ლანძღვაზე იყო გადასული და ან ჩუმად იყო და შორიდან სეირს უყურებდა.
ასე რომ ძალიან მიხარია იმ სიბინძურეს უკანვე რომ იბრუნებენ და მიაქვთ, რაც ამ ბიჭის მიმართ უსამართლოდ წამოისროლეს.
Sommer
29 სექტემბერი 2022 23:34
1
ხარაიშვილს მიხედე! უნიჭიერესი კაცია და გაქრა საერთოდ. გამოვიდა აქ მცოდნე
კაპიტან გარდენბურგი
29 სექტემბერი 2022 21:53
3
მოკლედ,ხელის მოსაკიდებელი აღარ დარჩა ამ ბიჭს!
გაგა
29 სექტემბერი 2022 21:29
1
აი ზუსტად 100%
!!
29 სექტემბერი 2022 22:10
0
თქვენი რეკომენდაციები არ გაიშვას, შოვინისტები ხართ!!!!
ვაჩე!
29 სექტემბერი 2022 21:23
3
ვახ ესენი რა ქლესიები ყოფილან!
სოსო
29 სექტემბერი 2022 21:20
0
ეს როგორი წუმპე ერია ყველაფერს როგორ იბრალებენ!! სლუცკის გარდა არავის არუმუშავია ხვიჩასთან სიომინს არმოუწია დიდი ხანი, რამოდენიმე თვეში ჯერ, ხვიჩა გაუშვეს და მერე თვითონ გააგდეს.
beqa
29 სექტემბერი 2022 20:48
0
ამ ბიჭით მარტო ჩვენ უნდა ვამაყობდეთ და ნუ გვეტენებიან და გვეცილებიან ეს რუსები. სლუცკის შეიძლება მართლა უხარია რადგან მისი დიდი ამაგია ჩადებული და მისი სახელიც არის კვარას წარმატება, მაგრამ დანარჩენები? სხვა რუსები?
როგორ დავიჯერო რომ მისი წარმატება უხარიათ? როცა ყველას პირზე ეკერა, რომ ვიღაცეებმა ზედმეტი ფანტაზიები მოახვიეს თავზე, ვითომ ტოტენჰემში ან სერია ა ს გუნდებში ითამაშებდაო. რამდენი ირონიული კომენტარი წამიკითხავს ხვიჩაზე რუსების და ნერვები მომშლია.
ერთი ჩავარდნა ექნება და ყველა ყველაფერს დავინახავთ ხალხო!
როცა ყველაფერი კარგად მიდის მაშინ გულშემატკივრობას რა უნდა.
ძლიერს ყველა "ეტენება".
აბა ერთი ორი თამაში ვერ წაუვიდეს კარგად, დაინახავთ როგორ აყროლდება სოც.სივრცე და ის ხალხიც, ვინც აქამდე გულშემატკივარი გვეგონა.
ეს გამოსცადა უკვე ხვიჩამ და არაფერს რომ არ ამბობს არავისზე და არცერთ კრიტიკას არ პასუხობს, იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერ ხვდება, ვინ რა მიზნით არის მასთან მიტმასნილი.
!!
29 სექტემბერი 2022 20:31
0
ყველას როგორ აქვს ამ ბიჭზე ამაგი. თავისი დამსახურება არის ნეტა რამე? თუ ყველაფერი რუსებმა ასწავლეს, რეკომენდაციები გაუწიეს, დაეხმარენ? :დ
.
29 სექტემბერი 2022 20:23
3
ჩეჩენია
П
29 სექტემბერი 2022 22:37
2
ჩერჩესოვი რუსი არ არის, ოსია. თან ქართველებს არ სწყალობს.
muro
29 სექტემბერი 2022 20:50
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული