მატჩის დღე! კვარაცხელია ძველი ნაცნობის, მირანჩუკის წინააღმდეგ

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზა, რომელიც კლუბების მთავარ მწვრთნელებს ძალიან არ უყვართ, დასრულდა და გუნდებს არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდა. ხვიჩა კვარაცხელიამ დიდებული სვლა საქართველოს ნაკრებშიც გააგრძელა, მორიგი გოლები გაიტანა, დასამახსოვრებელი ეპიზოდები შექმნა და მისი წაუგებელი სერია უკვე ზედიზედ 32 მატჩს შეადგენს. "ნაპოლი" მე-8 ტურის შეხვედრაში "ტორინოს" უმასპინძლებს.

ნეაპოლელები იტალიის ჩემპიონატის თანალიდერები არიან, ტურინელები კი - მე-9 პოზიციაზე, თუმცა იოლი მატჩი არ იქნება, რისი ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ზემოთხსენებული სანაკრებო შეხვედრებია. სპალეტის გუნდს გარკვეული პრობლემები ისევ წინა ხაზში აქვს - ვიქტორ ოსიმენის გრძელვადიანი დანაკლისის შესახებ
მოგეხსენებათ. ირვინგ ლოსანომ პერუს გაუტანა, კოლუმბიასთან ამხანაგური დაპირისპირება კი ტრავმის გამო გამოტოვა, მატეო პოლიტანოს ფეხის ტკივილი აწუხებს. ისინი თამაშს შეძლებენ, თუმცა სასტარტოში ალესიო ძერბინის მოიაზრებენ. მეორე ვერსიით, კვარაცხელია მარჯვნიდან შეუტევს, მარცხნივ კი ჩრდილომაკედონიელი ელიფ ელმასი იქნება (რაც ნაკლებად გვგონია).

ჯაკომო რასპადორი ბრწყინვალე ფორმაშია, ინგლისისა და უნგრეთის ნაკრებების კარი აიღო. რაც შეეხება ჯოვანი სიმეონეს, ის არგენტინის ნაკრებში შანსს ისევ ვერ იღებს. 

Sportall.Ge

იტალიის მოედნებზე ხვიჩა კვარაცხელიას მხრიდან დასამახსოვრებელ შეხვედრებს შეეჩვივნენ. ქართველი გარემარბი ყველა მატჩში გამორჩეული იყო - 4 გოლი, საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი (ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე პასი და მოპოვებული თერთმეტმეტრიანი). "ტორინო" 3-მცველიანი ტაქტიკით გამოდის და "კვარას" ირგვლივ ორი მოთამაშე იტრიალებს - 29 წლის კოტ'დივუარელი მცველი კოფი ჯიჯი და 26 წლის ავსტრიელი ფლანგელი, ვალენტინო ლასარო. ის ბოლოს "ბენფიკაში" გამოდიოდა, მანამდე კი "გლადბახში", "ნიუკასლში", "ინტერში", "ჰერტაში", "ზალცბურგსა" და "ლიფერინში" თამაშობდა. თუმცა, არავინ იცის, სტუმართა თავკაცი ქართველი შემტევის წინააღმდეგ რა სტრატეგიას ამუშავებს.

ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში როგორც წესი, ბევრი გოლი არ გადის, უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან ნეაპოლელებმა ოთხში გაიმარჯვეს, ერთი კი ფრედ დასრულდა. საინტერესო ფაქტია, რომ მათ ბოლო ორ მატჩში ლორენცო ინსინიემ თერთმეტმეტრინიანი ვერ გამოიყენა. თემამ მოიტანა და საინტერესოა, პენალტის მოპოვების შემთხვევაში, სპალეტის გუნდიდან ახლა მას ვინ შეასრულებს? 

"ტორინოში" მოსკოვის "ლოკომოტივიდან" "ატალანტაში" დიდი იმედებით გადასული ალექსეი მირანჩუკი თამაშობს. მან ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველივე მატჩში გაიტანა, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო. შესაძლოა, ის ამ შეხვედრაში დაბრუნდეს და ძველი ნაცნობების დაპირისპირება ვიხილოთ. ნეაპოლელთა სამხრეთკორეელი მცველი კიმი სერია "ა"-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარევ (აგვისტოში ეს პატივი კვარაცხელიას ერგო) და მშვენიერ ხასიასთზე იქნება.

"სტადიო მარადონაზე" მატში დღეს, 1-ელ ოქტომბერს, საკმაოდ ადრე - თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

altთანაგუნდელებისა და მწვრთნელის ფაქტორი კვარაცხელიას თამაშში - რა როგორ უნდა გავიგოთ...

alt"მილანის" დაცვისთვის დიდი პრობლემა იყო" - ბრაზილიური გამოცემა კვარაცხელიაზე

მკითხველის კომენტარები / 17 /
წარმატებები ჩვენს ბრილიანტს!!! უფალი ფარავდეს!!!
ქართველი
17:45 30-09-2022
0
მიდი ჩვენო გული და სული მიდი
გიო
16:21 30-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული