"ზურიკოს თამაშიდან ეს აუცილებლად უნდა გამოვყოთ" - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დავითაშვილზე საუბრობს

AutoSharing Option
"ბორდოს" ყოფილმა თავდამსხმელმა ჟან მარკ-ფერატმა "ლავალისა" და "ბორდოს" დაპირისპირების შემდეგ (1:2) ჟურნალისტებთან ისაუბრა და ჟირონდელთა ქართველი ახალწვეული ზურიკო დავითაშვილი შეაქო. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდის თქმით, ზურიკომ გუნდს დინამიკა შემატა.

"დავითაშვილის შესახებ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, ქართველმა შეტევას დინამიკურობა შემატა, მუდამ წინსვლასა და მომენტის შექმნას ცდილობს, "ლავალის" დაცვას პრობლემები შეუქმნა და გამარჯვების გოლის გატანაში დიდი წვლილი შეიტანა. დევიდ გიონს გუნდის დაკომპლექტებასა და ფეხბურთელების არჩევანში თავისუფლება აქვს, ვფიქრობ, მისი იდეები და ხედვები მოედანზე კარგად ჩანს" - განაცხადა ჟან მარკ-ფერატმა.

ზურიკოს "ბორდო" საფრანგეთის ლიგა
2-ს 20 ქულით "ამიენთან" ერთად ლიდერობს, თავად დავითაშვილის ანგარიშზე 2 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასია, ჟირონდელები მომდევნო შეხვედრას 8 ოქტომბერს, გიორგი მიქაუტაძის "მეცის" წინააღმდეგ გამართავენ.

alt"ყველაფერს გავაკეთებ, რათა "ბორდო" ლიგა 1-ში დაბრუნდეს" - ზურიკო დავითაშვილის ინტერვიუ ფრანგულ კლუბთან

მკითხველის კომენტარები / 8 /
დავითაშვილი,კვარაცხელიაზე ნაკლები თამაშის კლასით არაა,ორივე უნიჭიერესია,ორივე ძლიერი ხასიათით,მაგრამ ერთი ქართველი უფრო ძლიერ გუნდში თამაშობს,მეორე ქართველი შემადგენლობით უფრო სურათში,ორივეს მინდორზე დინამიკური და განსხვავებული თამაშის შექმნა შეუძლიათ,თავ თავიანთ გუნდების თვის,ორივეს გააქვს გოლების,ორივე სოლისტი და პროტოგონისტია,ეგოიზმის ელემენტებით და ორივეს დაცვაში თამაში ნაკლებად უყვართ.ორივე ქართველი ფეხბურთის ფენომენია და თავდადებული კაცით,მომავალში,მწვრთნელების წნწხების მიუხედავად ვარსკვლავებაD ჩამოყალიბების ფიფთი ფიფთი შანსი აქვთ,ყველანაირი ვითარების გათვალისწინებით
ზ.მ.
11:51 09-10-2022
0
ადმინებო დღეიდან ვიზრუნოთ როგორ ვუყუროთ ზურიკოს და მიქაუტაძის თამაშშს ზეგ !
zura222
18:02 06-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული