ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროტურნირების მესამე ტურში ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა და თავი გიორგი ჩაკვეტაძემ გამოიჩინა.

ევროპა ლიგა

„შტურმი“ გრაცში „ლაციოს“ უგოლოდ გაეყარა. მასპინძელთა გუნდში 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ოთარ კიტეიშვილი. „შტურმი“ F ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილზეა და 13 სექტემბერს „ლაციოს“ რომში დაუპირისპირდება.

„ცრვენა ზვეზდამ“ ბელგრადში 4:1 დაამარცხა „ფერენცვაროში“. ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა) და გიორგი ხარაიშვილი (ფერენცვაროში) განაცხადში არ იყვნენ.

„ყარაბაღმა“, რომლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი მწვრთნელმა კვლავ სათადარიგოთა შორის დატოვა, პირეოსში „ოლიმპიაკოსი“ 3:0 დაამარცხა.

კონფერენს ლიგა


„ლეხი“ სახლში „ჰაპოელს“ დაუზავდა - 0:0. პოზნანელთა
რიგებში 61-ე წუთზე შევიდნენ შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი. „ლეხი“ C ჯგუფში 4 ქულით მეორე პოზიციაზეა და 13 სექტემბერს ბეერ შევაში „ჰაპოელს“ შეხვდება.

„სლოვანმა“ H ჯგუფში შვეიცარიაში მოულოდნელად 2:0 სძლია ლიდერ „ბაზელს“. პირველ ტაიმში ბრატისლაველებმა ორივე გოლი გიორგი ჩაკვეტაძის პასებით გაიტანეს - 35-ე წუთზე ლუკას პაუშეკმა და 45+1-ეზე ალეკსანდარ ჩავრიჩმა. გიორგიმ 59-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს, ხოლო გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. „სლოვანი“ 4 ქულით მესამე ადგილზეა და 13 სექტემბერს „ბაზელს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ორივე დიდი ფეხბურთელია და თამაშის სტილით იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს გაუჭირდება ასეთ დუეტთან გამკლავება. წარმატება ჩვენს იმედებს!
Guja Kakhadze
13:38 07-10-2022
0
ჩავკეს, ხვიჩას, კაშიას, კიტეიშვილს და მამარდას რომ ვუყურებ გული სხვანაირად მიცემს და სიამაყისა და ბედნირების ცრემლი მადგება თვალზე. მართლაც ბედნიერები ვართ ასეთი თაობა და ბიჭები გვყავს, ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს და კიდევ და კიდევ მეტი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი აღზრდილიყოს (ძალიან მაინტერესებს ლუკა პარკაძე, "ბაიერნი" უბრალოდ არავის იფორმებს). ძველ ფილმებში რომ არის, ფეხბურთზე გადარეული ხალხი ბილეთის რიგში მიწაზე რომ ხოხავს, სულ მაინტერესებდა რატომ ხდებოდა ასე. ეხლა კი ვხვდები რა სიხარულის მოტანა შეუძლიათ გულიანი, ჯიგრული და მაღალპროფესიონალური თამაშით შენივე ქვეყნის შვილებს.
ირაკლი
12:37 07-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული