"არ ვიცი, რუსეთშიც ასე რატომ ვერ თამაშობდა..." - კარერას აზრით, ხვიჩას მსოფლიო დონის ვარსკვლავობა შეუძლია

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მწვრთნელმა, იტალიელმა მასიმო კარერამ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"არ ვიცი, რატომ ვერ ითამაშა კვარაცხელიამ რუსეთშიც ისე, როგორც ამას იტალიაში აკეთებს. შესაძლოა, ახლა ის უფრო მეტად გამოცდილია და საჭირო მოტივაცია იპოვა...

ჩემი აზრით, კვარაცხელიას უდიდესი ტალანტი აქვს. თუ ის ასე თამაშს გააგრძელებს, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდება. მას აქვს ამისთვის ყველა საჭირო თვისება და უნარი. ხვიჩამ უკვე დაამტკიცა, რომ ტოპმოთამაშეა", - ამბობს კარერა.

alt"ხვიჩას შეჩერება ძალიან რთული იქნება " - ლუკა ლოჩოშვილის ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან

alt"როდესაც პირველად ბავშვი ხვიჩას

თამაში ვნახე, მაშინვე გავვარდი და..." - "კვარას" აღმომჩენი თემურ შალამბერიძე ხვიჩას შესახებ ჰყვება

altრუსებს იმედები გადაუწურეს - უთხრს, რომ ხვიჩა მათ ქვეყანაში აღარასდროს დაბრუნდება

მკითხველის კომენტარები / 8 /
გაინტერესებს მიზეზი???
კარგი თამაშისა და ყოველი გოლის გატანის შემდეგ 5 მილიონ ევროს უმატებდა რუბინის ხელმძღვანელობა ხვიჩას გასაყიდ ფასს. არარეალურ ფასამდე მიიყვანეს. მსურველები ბევრი ჰყავდა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტი ბოლოს აცხადებდა 25 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გავყიდითო. სეზონი დამთავრდა, ვერ გაყიდეს. ახალ სეზონში ხვიჩამ მოტივაცია დაკარგა, შედეგად "რუბინი" გავარდა რუსეთის პრემიერლიგიდან. გახსოვს მასიმო???
მასიმოს!
07 ოქტომბერი 2022 22:49
2
მასიმო ბატონო! აი რომ არ იცი ხვიჩა რუსეთში ასე რატომ არ თამაშობდა, იმიტომ ხარ დღეს "ყოფილი მწვრთნელი" და ისიც მოსკოვის სპარტაკის!
ვაჟა მასწავლებელი
07 ოქტომბერი 2022 22:46
1
რონალდო მანამ მანჩესტერში გადავიდოდა სპორტინგში 3 გოლი ქონდა გატანილი 25 თამაშში.მიზეზი ჩემპიონატი მოტივაცია და გვერდზე ვარსკვლავების არ ყოლაა.
35
07 ოქტომბერი 2022 18:19
1
რობერტო კარლოსი როცა ნაჟიში თამაშობდა, ვინმემ შეამჩნია საერთოდ?
ზურა
07 ოქტომბერი 2022 17:49
11
რატომ წერენ სულ გახდება გახდება, გახდა უკვე. მინიმუმ 10-12წელი ყველას ექნება მისი თამაშით სიამოვნების მიღება.
დავით 67
07 ოქტომბერი 2022 17:20
1
ჯერ არ გახდა ის რაც უნდა იყოს ! ჯერ იმის ნახევარსაც არ თამაშობს რაც შეიძლია !!
zura222
07 ოქტომბერი 2022 20:29
1
ლეგენდარული მოჭიდავე,ლევან თედიაშვილი ბილისის საერთაშორისო ტურნირზე ჭიდაობდა და როგორც ყოველთვის,მეტოქეებს,ელვის სისწრაფით უსწორდებოდა.გულშემატკივრები ტრიბუნიდან ეხვეწებოდნენ,ლევან ცოტა ხანს გააგრძელე,შენს ჭიდაობასაც გვაყურებინეო,მაგრამ მან მაინც უსწრაფესად მოუგო ყველას და ჩემპიონიც გახდა.სახლში დაბრუნებულს,თავისმა თანასოფლელმა უსაყვედურა,რა იყო ბიჯო,ცოტა დრო გაგეწელაო და ლევანმაც არ დაუხვალია:მომისმინე,რადენი გადაიხადე ბილეთში?-2 მანეთი!-ჰოდა რამდენიც გადაიხადე,მეც იმდენისა ვიჭიდავე!უპასუხა ფალავანმა.კვარამ რუსეთის ჩემპიონატში მაყურებელი დააბრუნა და სტადიონები გაავსო,მეტოქეების მწვრთნელები კი,თამაშის დროს ფეხბურთელებს უყვიროდნენ,ფეხებში შემოჰკარით,მოტეხეთო ფეხი!არც ისინი ეფერებოდნენ და მუჯლუგუნებს თუ კოჭებში ლაწალუწს არ ამადლიდნენ ხვიჩას.რუბინის გულშემატკივრებს,ჩემი პატივისცემა,რადგან მათ შეიყვარეს და დააფასეს ხვიჩა,მაგრამ სხვები, არაფრის ღირსები არ იყვნენ და ხვიჩამაც როგორც იქნა გამოაღწია,რუსეთიდან.ელოდონ ახლა,სანამ სხვა მისთანა გამოჩნდება რუსეთში.
სოსო
07 ოქტომბერი 2022 16:58
3
Bandzi gundi da pegburtelebi esaa mizezi...rusetsistvis kidev magtad itamasha im talaxsh ligashi
L.J .
07 ოქტომბერი 2022 16:45
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული